დოლენჯაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. დოლენჯაშვილი.

ანზორ მიხეილის ძე (დ. 5. X. 1954, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი), რეჟისორი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1975–76 იყო მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1977–78 – ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი. 1981 დააარსა ი. ჭავჭავაძის სახ. ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრი. ამავე წლიდან იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. თეატრის საუკეთესო დადგმები: გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი", ლ. ასათიანის "ბასიანის ბრძოლა", დ. აწყურელის "ბერბიჭები" (ინგილოურ დიალექტსა და აზერბ. ენაზე), ლ. უსტინოვის "პატარა მეარღნე", ა. გეწაძის "შუაზე გაყოფილი ცრემლი", ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა", ბ. ლავრენიოვის "ორმოცდამეერთე", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", დ-ის "ალაზანს აქეთ ანუ მარტივი სიუჟეტები საინგილოს ცხოვრებიდან" (ისტ.- დოკუმენტური ქრონიკები და მასალები), ლ. თაბუკაშვილის "მაგრამ უფლება არ მიუცია", რ. გაბრიაძის "უცხო ჩიტი", უ. გიბსონის "ორნი საქანელაზე" (თარგმნა პ. ჭილაძემ), ბ. ბრეხტის "შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა" (თარგმნა ლ. ბრეგაძემ), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვ.; საკონცერტო პროგრამა: "ქართული სიმღერის საღამო", ლიტ. თეატრი "ჩვენი ილია" (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის სახ. მედლით.






დოლენჯაშვილი

გ. დ ო ლ ე ნ ჯ ა შ ვ ი ლ ი. "იმერეთის ღამე". 1983.

გურამ ნიკოლოზის ძე (დ. 9. III. 1943, ქუთაისი), თ. დ ო ლ ი ძ ე. დარეჯანი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!". გრაფიკოსი, ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1985). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წ.-კორ. (2004). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1968, ვ. გრიგოლიას კლასი). 1969-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. დ-ის თემატურ ციკლებად გაერთ. ნამუშევართაგან აღსანიშნავია "იმერეთის პეიზაჟი" (1983), "ჩემი სამშობლო" (1985), ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები "გაფრთხილება" (1982), "განგაშის ზარები" (1987). ავტორია საინტერესო სერიებისა ("არქტიკა", "ჩუკოტკა", "თეთრი ზღვა", 1976–78). დაზგური გრაფიკის ბიენალეზე დ-ის "ვერცხლისფერი პლაკატი" დაჯილდოვდა I პრემიით (1985, ვარნა, ბულგარეთი). მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, გფრ-ში, ავსტრიაში და სხვ. დ-ის ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.






დოლენჯაშვილი

თეონა გურამის ასული (დ. 25. II. 1975, ქუთაისი), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1998). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში. 2010-იდან არის გაზ. "24 საათი – Weekend" ის ლიტ. დამატება "წიგნების" რედაქტორი. 2011 იყო ქართ.- ლიტ. ჟურნ. "თავისუფალი დროს" რედაქტორი. ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 2003-იდან. მოთხრობა "ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე" დაჯილდოვდა გაზ. "პარნასის" პრიზით "2004 წლის საუკეთესო მოთხრობა", მოთხრობების კრებული "იანვრის მდინარე" (2005) – ლიტ. პრემიით "საბა" (წლის საუკეთესო დებიუტი). 2009 ლიტ. პრემია "საბა" (წლის საუკეთესო რომანი) მიენიჭა დ-ის რომანს "მემფისი", რ-ის თარგმნის უფლება 2010 შეიძინა იტალიურმა გამომცემლობა "ნიკიტამ". მოთხრობა "რეალური არსებები" 2010 დაჯილდოვდა პრემიით "წლის საუკეთესო მოთხრობა". დ-ის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე.