დოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლი.

დ ა ლ ა ბ ა ნ დ ი, ცილინდრული ფორმის დასარტყმელი საკრავი. ხის რკალზე ორივე მხარეს გადაკრული აქვს საგანგებოდ გამოყვანილი ტყავი ან აპკი. უკრავენ ორი ხელით ან ორი (წვრილი და მომსხო) ჯოხით – ხელით მხოლოდ ზემოთა მხარეზე, ჯოხებით კი – ორსავე მხარეზე (წვრილი ჯოხით და მარცხ. ხე- ლით – ქვემოდან, მომსხოთი და მარჯვ. ხელით – ზემოდან). ჟღერადობის გასაძლიერებლად დაკვრის წინ დ-ს შეათბობენ და ტყავს დაჭიმავენ. დ. არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი. გ. ჩხიკვაძე.






დოლი

ც ხ ვ რ ი ს ა, ბატკნის მოგების დრო. აღმ. საქართვ. მთიანეთში (თუშეთ-ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი), სამცხე- ჯავახეთი. ბაგურ კვებაზე მყოფ დედალი ცხვრის ფარაში შემოდგომაზე [გიორგობიდან 10 (23) ნოემბ.] ერკემლებს შეურევენ, რათა დ. ძვ. სტილით აპრ. დასაწყისში, "ოცობაში" (ოცი კვირის გასვლის შემდეგ) დაიწყოს. ეთნოგრ. მონაცემებით "ოცობა" გაზაფხულის ბუნიობაა ("ოცობასა, ორობასა, დღე და ღამე სწორობასა"). მომთაბარე ცხვარში (იგულისხმება საძოვარზე გაშვებული დედალი ცხვრის ფარა) ერკემლებს ოქტ-ში უშვებენ, რადგან ზამთრის საძოვარზე დ-ის ადრე დასაწყებად ხელსაყრელი პირობები იქმნება. დ-ის დაწყების დროს გაჩენილ პირველ ბატკანს "დოლის თავი" ეწოდება. იგი აღმ. საქართვ. მთიანეთსა და ქსნის ხეობაში სამსხვერპლო პირუტყვად მიაჩნდათ და ანთროპომორფულ, მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაებებს სწირავდნენ. მ.მაკალათია.




დოლი

სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში (სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე), უშბის მასივის სამხრ. კალთაზე, მდ. დოლრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1280 , მესტიიდან 18 კმ. 162 მცხ. (2002).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დოლი&oldid=4569-დან“