დოლისყანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლისყანა. X ს. I ნახევარი.

ახლანდ. ჰ ა მ ა მ ლ ი), სოფელი და მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში. როგორც დასახლ. პუნქტი, დ. წყაროებში იხსენიება აშოტ კურაპალატის მკვლელობასთან (826) დაკავშირებით. გიორგი მერჩულის ცნობით, დ. VIII–IX სს-ში სამონასტრო მოძრაობის მიღმა დარჩენილა. დ-ის მონასტერი დააარსეს ბაგრატ და სუმბატ ადარნასეს ძეებმა X ს. I ნახევარში. მათი სახელები იკითხება დ-ის ტაძრის სამშენებლო- ქტიტორულ წარწერებსა და მოსახსენიებლებში. ტაძრის გუმბა- თის ყელზე არის რელიეფური ქანდაკება სუმბატისა, რ-საც ხელში უჭირავს გუმბათოვანი ეკლესიის მოდელი. ტაძრის სამხრ. ფასადის სარკმლის თავზე და სამხრ.-დასავლეთის ეგვტერის აღმ. კედელზე ამოკვეთილი წარწერების მიხედვით, ეკლესიის არქიტ.-ამშენებელი ყოფილა გაბრიელ მოძღვარი. ნ. მარის დ-ში მოგზაურობის დროს სამონასტრო კომპლექსისაგან შემორჩენილი იყო მთავარი ტაძარი – ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ჯამედ გადაკეთებული, მაგრამ უკვე გაუკაცრიელებული და მიტოვებული. აფსიდით დასრულებული საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. გარედან კედლები ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. სარკმლები და მთელი გუმბათის ყელი თლილი ქვისაა. შიგნიდან კედლებს ამკობდა მოხატულობა, რ-ებზეც ქართ. ასომთავრულით შესრულებული წარწერები იყო. ძეგლის აღწერა და წარწერები გამოაქვეყნა ნ. მარმა.

''ლიტ'' .: ქართული წარწერების კორპუსი (ლაპიდარული წარწერები, I), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; ჯ ო - ბ ა ძ ე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007; Б е р и д з е В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981; З а к а р а я П. П., Зодчество Тао-Кларджети, Тб., 1992; М а р р Н. Я., Георгий Мерчул, Житие Григория Хандзтийского, «Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии», кн. 7, СПб., 1911. გ. ბერიძე. გ. ჭეიშვილი.