დოლის პური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლის პური. ახალციხის წითელი დოლის პური (Triticum aestivum var. ferrigineum)

საქართველოში საუკუნეთა მანძილზე ხალხური სელექციით შექმნილი რბილი ხორბლის საშემოდგომო ჯიშ-პოპულაცია. დ. პ. ჰქვია მხოლოდ წითელმარცვლიან, თეთრ და წითელთავთავიან ფხიან ჯიშ-პოპულაციებს. სელექცია მიმდინარეობდა სხვადასხვა გარემო პირობებში. შეიქმნა დ. პ. აგროეკოტიპების შემდეგი ჯიშები: ახალციხის, ქართლის, თიანეთის, კახური, კორბოულის და სხვ. ქართლის დ. პ-იდან მიღებულ იქნა სელექციური ჯიშები: დ. პ. 35–4, დ. პ. 18–46, ძალისურა 35–3. დ. პ. გამოირჩევა კარგი ადაპტაციის უნარით, სტაბილური მოსავლიანობით, გამოიყეყენება მაღალი ხარისხის პურის დასამზადებლად, არის ძვირფასი საწყისი სასელექციო მასალა. პ. ნასყიდაშვილი.