დოლიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავთანდილ ვახტანგის ძე (დ. 18. VI. 1941, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1990). დაამ- თავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1963). 1964-იდან მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგანული ქიმიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004-იდან ევრ. უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშ. ტექ. ექსპერტია. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ნატიფი ორგანული სინთეზის, ქიმ. ეკოლ. სახიფათო ნარჩენების უტილიზაციისა და დაბინძურებული ტერიტორიების რეაბილიტაციის ტექნოლოგიების მეცნ. საფუძვლების შექმნა და პრაქტ. გამოყენება. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის პრემია (2007). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).




სარჩევი

დოლიძე გიორგი (გოგი) გალაქტიონის ძე

გ. გ. დოლიძე.

(დ. 20. IV. 1934, ქ. ქუთაისი), კინომცოდნე, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი. პროფესორი (1992). ნ. ნიკოლაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2002). 1959 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ინგლ. და ფრანგული ენების ფაკ-ტი. 1961–70 მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში. 1992–2005 ამავე ინ-ტის პრორექტორი იყო. მისი რეჟისორობით 1981– 87 აღდგენილია 18 ძვ. ქართ. მხატვრული ფილმი, მ. შ. ა. წუწუნავას "ორი მონადირე", "ხანუმა", კ. მარჯანიშვილის "ამოკი", "კრაზანა", "კომუნარის ჩიბუხი"; მ. ჭიაურელის "საბა"; დ. რონდელის "უგუბზიარა"; მ. გელოვანის "ნამდვილი კავკასიელი"; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლ. მესხიშვილის მონაწილეობით: "შურისმაძიებელი ღმერთი" და "ორლოვების ოჯახის სირცხვილი". გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და კრიტიკული წერილები ქართ. კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის "იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები", მაინ რიდის "ოკეანეში დაკარგული" და სხვ. 2005-იდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. სრულიად საქ. "ჩოხოსან რაინდთა დასის" გამგეობის თავრე და საზოგადოების ჟურნალ "რაინდის" გამომცემელი და მთ. რედაქტორია.

''თხზ'' .: მაიაკოვსკი და კინო, თბ., 1968; ქართული კინო გუშინ და დღეს, თბ., 1986; აკაკის მოგზაურობა-90. "ფილმი, ეპოქა, ადამიანები", თბ., 2002; ორი წელი ერთ გაზეთთან – გოგი დოლიძე და "რეზონანსი", თბ., 2004 (წერილების კრებული). ზ. მანაგაძე.






დოლიძე გიორგი (გოგი) ლეონიდეს ძე

გ. ლ. დ ო ლ ი ძ ე ესტრადაზე.

(5. IX. 1954, თბილისი, – 8. III. 1996, იქვე), მომღერალი, ხალხ. და საესტრადო სიმღერების შემსრულებელი. 1976 დაამთავრა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. სტუდენტობის წლებში მღეროდა ინ-ტის თვითმოქმედ კოლექტივთან ერთად. 1979–96 მუშაობდა საქართვ. ტელევიზიის ხალხ. შემოქმედების რედაქციაში. როგორც საესტრადო მომღერალი, დ. პოპულარული გახდა 80–90- იან წლებში. ხმის შესანიშნავი ტემბრი, დიდი დიაპაზონი, დახვეწილი ტექნიკა მდიდარ რეპერტუარსა და აქტ. საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად მისი წარმატების საწინდარი გახდა. იგი ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ახ. სიმღერის პირველი შემსრულებელი, შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი იყო. მღეროდა ანსამბლ "ფაზისსა" (1976–83) და "ქართულ ხმებში" (1986-მდე). ნებისმიერ ხმაზე ასრულებდა ნებისმიერი კუთხის სიმღერებს, განსაკუთრებით ძლიერი იყო როგორც შუა ხმის (დამწყები) შემსრულებელი. ესტრადით გატაცებამ ხალხ. სიმღერების მისეულ ინტერპრეტაციას ერთგვარი "თბილისური" იერი შესძინა. დ. ანსამბლებთან ერთად საგასტროლოდ იყო საქართვ. ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია, ავსტრია და სხვ.). 1999 საქართველოში დასახელებული იყო მამაკაცთა შორის XX ს-ის საუკეთესო საესტრადო მომ- ღერლად. დ-მ გამორჩეული კვალი დატოვა ქართ. საესტრადო მუსიკის ისტორიაში. ე. გარაყანიძე.







დოლიძე გურამ მილოსის ძე

(28. IV. 1930, ოზურგეთი, – 19. IV. 1998, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990). დაამ- თავრა თსუ-ის ფიზიკა-ტექ. ფაკ-ტი (1953). 1953–58 მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექ. ინ-ტში, 1958–69 – საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში, 1969-იდან გარდაცვალებამდე – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტში. სამეცნიერო კვლევების მიმართულებაა დიელექტრიკების ფიზიკა.





დოლიძე დავით იაგორის ძე

დ. ი. დოლიძე.

(3. II. 1908, სოფ. ბუკნარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 1960, თბილისი), მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნ. კვლევის ფუძემდებელი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1945). 1928 დაამთავრა თსუ. 1934–38 იყო თბილ. სატყეო ინ-ტის, ხოლო 1939–47 – საქართვ. სას.-სამ. ინტის მათ. კათედრის გამგე, 1941– 45 – საქართვ. მეცნ. აკად. მათ. და საბუნებისმეტყველო მეცნ. განყბის სწავლული მდივანი, 1947–54 – თსუ-ის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, 1949–54 – ტექ. მექან. კათედრის გამგე, 1954–60 – ჰიდროაერომექან. კათედრის გამგე, სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონარულ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს. 1960 სახელმძღვანელოს შედგენისათვის "ჰიდროაერომექანიკა" მიენიჭა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ი. ჯავახიშვილის სახ. პირველი პრემია.

''თხზ'' .: დეფორმად სხეულთა მექანიკის შესავალი, თბ., 1951; თეორიული მექანიკის მოკლე კურსი, თბ., 1956; ჰიდროაერომექანიკა, თბ., 1960; Некоторые вопросы нестационарного течения вязкой жидкости, Тб., 1960.

''ლიტ'' .: შ ა რ ი ქ ა ძ ე ჯ., დავით დოლიძე, თბ., 1978. ჯ. შარიქაძე.






დოლიძე დიმიტრი ევსევის ძე

[5(18). IX. 1908, სოფ. ასკანა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 1976, თბილისი], ინჟინერი სამშენებლო კონსტრუქციების დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967). დაამ- თავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1931) და იქვე დაიწყო მუშაობა. 1938-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშ. კონსტრუქციების კათედრის გამგე. მისი სამეცნ. შრომები ეხება სამშ. კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' .: ხის კონსტრუქციები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1, თბ., 1957 (თანაავტ. ი. ბერიშვილი); ნაგებობათა გამოცდა (სახელმძღვანელო), თბ., 1962; ხისა და სინთეზური მასალების კონსტრუქციები (სახელმძღვანელო), ნაწ. 2, თბ., 1971; Строительные свойства бамбука и его использование в строительных конструкциях, Тб., 1959; Испытание конструкций и сооружений, М., 1975. ზ. წილოსანი.






დოლიძე ვალერიან სერგოს ძე

ვ. ს. დ ო ლ ი ძ ე. ერემია, გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი".

(14. V. 1916, ბათუმი, – 14. IV. 1993, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1959). 1935 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებული სტუდია, პარალელურად (1931– 35) იყო რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი, 1937–39 – სოხუმის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა რომეოს როლი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"). აქვე ითამაშა ურიელი (კ. გუცკოვის "ურიეულ აკოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვ. 1940–59 დ. კვლავ დაუბრუნდა რუსთაველის სახ. თეატრს და შეასრულა შემდეგი როლები: მეფე ლუარსაბი (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოლეკო დუნდიჩი (მ. კაცისა და ა. რჟეშევსკის "ოლეკო დუნდიჩი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", სსრკ სახელმწ. პრემია, 1951), ელიშუქი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კასიო, რომეო (უ. შექსპირის "ოტელო", " რომეო და ჯულიეტა"), ერემია (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ლევანი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლეგა (ა. აფხაიძის "არაგველები") და სხვ. 1959-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა. გადაღებულია ფილმებში; შეასრულა შემდეგი როლები: არჩილი ("მეგობრობა", 1940), პოეტი ("დავით გურამიშვილი", 1946), ილიკო ახატნელი ("ქალის ტვირთი", 1957), ბეგლარი ("წუთისოფელი", 1971), ფანცხავა ("გაქცევა გათენებისას", 1975) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა სცენური კულტურით, მაღალი სამსახიობო ოსტატობით. ა . გვენცაძე






დოლიძე ვახტანგ ონისიმეს ძე

(20. X. 1918, ქუთაისი, – 17. VIII. 1986, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). სა479 ქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993, გარდაცვალების შემდეგ). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინტი (1941). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში (ასპირანტი, მეცნ. თანამშრომელი, 1971-იდან კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყბის გამგე). დ-ის მეცნ. ძიების ძირითადი მიმართულებებია: შუა საუკ. არქიტ. ძეგლების, კომპლექსების, მთიანი საქართველოს საცხოვრ. სახლების არქიტექტურა, ჩრდ. კავკ. და საქართვ. კულტ. კავშირები, მატერ. კულტურის ძეგლების მეცნ. აღწერა და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

''თხზ'' .: გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX–X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958; ხევის ხალხური საცხოვრებელი სახლები, «ქართული ხელოვნება », 1959, ტ. 5; კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, იქვე, 1987, ტ. 9 А; Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (თანაავტ.: Р. Шмерлинг, Т. Барнавели); Военно-грузинская дорога. Путеводитель по архитектурным памятникам, Тб., 1956 (თანაავტ.: Р. Шмерлинг); Рустави, Тб., 1962. ს. კინწურაშვილი.





დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე

ვ. ი. დოლიძე.

[18(30). VII. 1890, ოზურგეთი, – 24. V. 1933, თბილისი], კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი. სწავლობდა თბილ. კომერც. სასწავლებელში, სადაც ჩამოაყალიბა მემანდოლინეებისა და გიტარისტების ორკესტრი. 1910 თბილისში გამართულ მემანდოლინეთა კონკურსზე დაიმსახურა პირველი პრემია. 1917 დაამთავრა კიევის კომერც. ინ-ტი. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუს. სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. აქვე მოისმინა მუსიკის თეორ. დისციპლინების კურსი. 1917 საქართველოში დაბრუნდა. დ-ის ნაწარმოებებია: ოპერები – "ქეთო და კოტე" (ა. ცაგარლის "ხანუმას" მიხედვით, 1919 წ., 11. XII), "ლეილა" (ა. ცაგარლის პიესის "ლეკის ქალი გულჯავარის" მიხედვით, 1922), "ცისანა" (ს. ერთაწმინდელის სიუჟეტზე, 1929), "ზამირა" (ოსურ ხალხ. თემებზე, დაუმთავრებელი, 1931); სიმფ. ფანტაზია "ივერიადა" (1925); სიმფონია "აზერბაიჯანი" (1932); საფორტეპიანო კონცერტი (1932): რამდენიმე რომანსი. დაამუშავა სამაჩაბლოში მოგზაურობის დროს (1926) ჩაწერილი ოსური ხალხ.სიმღერები. დ-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერა "ქეთო და კოტეს", რ-იც ქართ. კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. 1937 ნაჩვენები იყო მოსკოვში საქართვ. ხელოვნ. და ლიტ-რის I დეკადაზე. სხვადასხვა დროს იდგმებოდა სსრკ არაერთი საოპერო თეატრის სცენაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ – ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ძვ. თბილ. ქალაქური ფოლკლორის ინტონაციები და ყოფითი მუს. ფორმები. ოპერის მუს.-დრამ. კომპოზიციაში ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული მუს. ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ოპერის მიხედვით შექმნილია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (1947, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი).

''ლიტ'' .: დ ო ნ ა ძ ე ლ., ვიქტორ დოლიძე, წგ.: ქართული მუსიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; ფ ი ჩ ხ ა ძ ე მ., ვიქტორ დოლიძე, თბ., 1991; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; В а ч н а д з е М. А., Виктор Долидзе, Тб., 1961; К о р е в С. И., "Кето и Котэ" В. Долидзе, М.– Л., 1951. გ. ტორაძე.






დოლიძე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე

ვ. ა. დოლიძე.

(დ. 25. IV. 1932, თბილისი), მეცნიერი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ხელსაწყოთმშენებლობისა და სენსორების დარგში. pH-მეტრიისა და იონომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სსრკ- ში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი და მისი პრეზიდიუმის წევრი (1996; წ.-კორ. 1992), საერთაშ. საინჟ. აკად. წევრი (2002). დაამთავრა მოსკოვის დ. ი. მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტი (1956). 1956–93 მუშაობდა თბილისის სამეცნ.- საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოში" (1972–93 იყო ამ გაერთიანების გენ. დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში). 1981– 93 იყო სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროქიმ. ხელსაწყოთმშენებლობის მთ. კონსტრუქტორი. 1994-იდან დ. არის სამედ. უნ-ტთან არსებული ექსპერ. და კლინ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე, ამავე დროს 1996 - იდან – ჟურნალ "Georgian Engineering News" დამაარსებელი და მთ. რედაქტორი. 2006-იდან დღემდე საქართვ. ტექ. უნ-ტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. მიღებული აქვს ასზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე. მინის ელექტროდის თეორიისა და მასალების ელექტროდული თვისებების დარგში ჩატარებულ სამუშაოთა ციკლისათვის, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973); მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

''თხზ'' .: მათემატიკური სტატისტიკის და მეტროლოგიის ელემენტები ქიმიაში თბ., 2002 (თანაავტ.: თ. მანჯგალაძე, ნ. თელია, მ. გვერდწითელი);Electrodes for Potentiometric High-Temperature Determination of pH. Conference on Ion Selective Electrodes, Budapest, 1977.






დოლიძე ვლადიმერ ბესარიონის ძე

(15. III. 1908, ოზურგეთი, – 17. II. 1989, თბილისი), ხმის ოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1931). 1932–37 იყო სახკინმრეწვის ხმის ჩამწერი საამქროს უფროსი. 1937- იდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". არის მრავალი ფილმის ხმის ოპერატორი, მ. შ. მხატვრული ფილმებისა: "დიადი განთიადი" (1938), "გიორგი სააკაძე" (1942–43), "ჯურღაის ფარი" (1944; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950), "ჭრიჭინა" (1954), "ბაში-აჩუკი" (1956), "შეხვედრა წარსულთან" (1966), "წუთისოფელი" (1971), "ვერის უბნის მელოდიები", "შერეკილები" (ორივე 1973), "კუკარაჩა" (1982), "მევლუდი" (1985) და სხვ.; მულტფილმები: "რწყილი და ჭიანჭველა" (1938), "ისევ მოდაზე" (1969), "ნაცარქექია" (1970), "იყო ერთი თაგუნა" (1977). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა. გვენცაძე.






დოლიძე ზია კადირის ძე

ზ. დოლიძე.

(დ. 20. IX. 1937, ბათუმი), შორეული ნაოსნობის კაპიტანი (1972). დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით (1964) და ნოვოროსიისკის საზღვაო ინტის ინჟინერ-გემთწამყვანის ფაკტი (1980). მუშაობა დაიწყო შავი ზღვის სანაოსნოს (ოდესა) მეზღვაურად. წვრთნები გაიარა ცნობილი კაპიტნის ა. კაჭარავას ხელმძღვანელობით. 1965–72 მუშაობდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ. იყო სხვადასხვა ტანკერის, მ. შ. "ანაპის" კაპიტანი. 1968-იდან ბათუმის სანაოსნოშია. გადაჰქონდა თხევადი საწვავი ანტარქტიდასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1997–2004 იყო საქართვ. საზღვ. ადმინისტრაციაში ს ა მ ა შ ვ ე ლ ო - ს ა კ ო რ დ ი ნ ა ც ი ო ცენტრის სამმართველოს უფროსი.







დოლიძე თამარ (თათული) ნარიმანის ასული

თ. დოლიძე.
თ. დ ო ლ ი ძ ე. დარეჯანი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!".

(დ. 24. II. 1952, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1999). 1972 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1973-იდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობია. გამოირჩევა სცენური მომხიბვლელობით, საშემსრულებლო კულტურით, ფაქიზი გემოვნებით. შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქეთევან ახატნელი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მერი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია ილიკო და ილარიონი"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!"), ანო (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" (აღინიშნა ჯილდოთი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), გრუშე ვაჩნაძე (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ადელა (გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ნატაშა, მარია (მ. შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), ჰერტრუდა, გონერელი [უ. შექსპირის "ჰამლეტი" (საქართვ. სახელმწ. პრემია), "მეფე ლირი"] და სხვ. გადაღებულია არაერთ მხატვრულ თუ სატელევიზიო ფილმში.







დოლიძე იოსებ მალაქიას ძე

[24. II (9. III). 1903, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1985, თბილისი], სპეციალისტი აბრეშუმის ტექნოლ. დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1963). რესპ. დამს. გამომგონებელი. 1964-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. სას.- სამ. ინ-ტის აბრეშუმის ტექნოლ. კათედრის გამგე. დ-ის შრომები ეხება აბრეშუმის პარკის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიასა და აბრეშუმმცოდნეობას.

''თხზ'' .: აბრეშუმის პარკის დამზადებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგია, თბ., 1964; Консервация сырых коконов тутового шелкопряда при холоде, Тб., 1959.






დოლიძე ისიდორე სამსონის ძე

ი. ს. დოლიძე.

[23. III(5. IV). 1915, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 17. VII. 1982, თბილისი], მეცნიერი, იურისტი, სამართლის ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). იურიდ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1958). 1933–36 სწავლობდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. 1938 დაამთავრა სვერდლოვსკის (ეკატერინბურგი) იურიდ. ინტი, 1941 – მოსკ. იურიდ. ინ-ტის ასპირანტურა. 1941-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. 1946–47 იყო საბჭ. საელჩოს თანამშრომელი ლონდონში, 1947–48 – თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი და სახელმწ. სამართ. კათედრის გამგე, 1949–52 – საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნ. საქმეთა სამმართველოს უფროსი, 1954–57 – საქართვ. უმაღლესი სასამართლოს თავ-რე, 1957–60 – საქ. კპ ცკ-ის მდივანი, 1960– 66 – საქართვ. მეცნ. აკად. ვიცეპრეზიდენტი, 1967-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართ. ინ-ტის ქართ. სამართ. ისტორიის განყ-ბის გამგე. დ. მუშაობდა ქართ. სამართ. ისტ. და სამართ. ზოგადი ისტ. დარგში. იკვლევდა ქართ. სამართ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მთავარი ნაშრომები: "ძველი ქართული სამართალი" (1953), "გიორგი ბრწყინვალის სამართალი" (1957), "საქართველოს ჩვეულებითი სჯული" (1960), სამართალი ვახტანგ მეექვსისა (1981; ნ. ბერძენიშვილის სახ. პრემია, 1982). გამოსცა ქართ. სამართ. წერილობითი წყაროების რვატომეული – "ქართული სამართლის ძეგლები" (1963–85, ტექსტები, გამოკვლევები, შენიშვნები, ლექსიკონი და საძიებლები); შეკრიბა, რედაქცია გაუკეთა და გამოაქვეყნა ნ. ხიზანაშვილის "რჩეული იურიდიული ნაწერები" (1982). სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და საქ. სსრ III–IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''ბიბლ'' .: ისიდორე დოლიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ი. დუდუჩავა, ლ. ქირია, თბ., 1986.






დოლიძე ლევან გიორგის ძე

(დ. 30. XI. 1939, თბილისი), სამხედრო ჟურნალისტი და მკვლევარი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1989). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1968). მისი მასალები 1959- იდან იბეჭდებოდა სსრკ ცენტრ., რესპუბლიკურ და უცხოეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში; რეპორტაჟები გადაიცემოდა ტელევიზიით და რადიოთი. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაინიშნა სახელმწ. საბჭოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენლად ინფორმაციის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა მოვლენები აფხ. ცხელი წერტილებიდან. ავტორია 5000-ზე მეტი სტატიის, ბუკლეტების, წიგნების – "მხედართუფროსები საქართველოდან" (1986), «Генералами не рождаются» (1993), «Рядом и на всю жизнь» (1997), "70 წელი სცენაზე" (1999), "გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები – ჩვენი თანამემამულენი" (2000). 2003 გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი "გენერლები საქართველოდან", რ-იც მოიცავს საქართვ. გენერალიტეტის 300-წლოვან პერიოდს და ასახავს 1000-ზე მეტ გენერლის ბიოგრაფიას. 1975 მიენიჭა საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრემია. საქართვ. დამოუკიდებლობის წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად, საქართვ. სახელმწ. საბჭოს თავ-რის სახელმწ. მრჩევლად. 1993-იდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნ. რედაქციის სამხ. სექციის თავრე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).






დოლიძე ნოდარ გიორგის ძე

ნ. დოლიძე.

(12. II. 1928, თბილისი, – 5. VIII. 2001, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და დაიწყო მუშაობა სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" ქირურგად. 1962–68 მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახ. რესპ. ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოში. 1979-იდან იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის პროფესორი, იმავდროულად – საქართვ. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგ. სტაციონარის ხელმძღვანელი, 1995-იდან – თბილ. სამედ. ინ-ტის "საქართველოს" ქირურგ. სნეულებათა კათედრის გამგე. დ-ის თაოსნობით შემუშავებული და დანერგილია ჩირქოვანი სეფსისის მკურნალობის ახ. მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით; ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ჰემო- და იმუნოსორბცია; პლაზმოფორეზი; ანტიბიოტიკების ენდოლიმფურად შეყვანა და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998) და ზაზა ფანასკერტელის მედლით (1998).

''თხზ'' .: ჩირქოვანი ქირურგიის აქტუალური საკითხები, თბ., 1985; Этио- патогенез поздних осложнений и заболеваний после резекции желудка у больных язвенной болезнью, Тб., 1973; Вопросы хирургической гериатрии острых заболеваний органов брюшной полости,Тб., 1976. ა. გვენცაძე.







დოლიძე ოლღა იასონის ასული

ო. დოლიძე.

(24. III. 1904, თბილისი, – 24. V. 1990, იქვე), ესტრადისა და თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1955). ესტრადის მსახიობთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1939, ვ. გოძიაშვილთან და ა. რაიკინთან ერთად). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920 დიდუბის რკინიგზის კლუბში. გამოდიოდა აგრეთვე ავჭალის აუდიტორიისა და თბილ. მუშათა ცენტრ. კლუბის წარმოდგენებში. 1921–23 დ. ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც მთელი სისრულით გამოვლინდა მისი მსახიობური შესაძლებლობები. 1932–36 კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1936–44 – კვლავ რუსთაველის სახ. თეატრისა. დიდი ოსტატობით განასახიერებდა მკვეთრად სახასიათო და კომიკურ როლებს, მ. შ. აღსანიშნავია: ფოფოდია, მარიკა, პარასკევა (შ. დადიანის "გუშინდელნი", "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"), მიქაელა (გ. მდივნის "ალკაზარი"), ბიჭუნა (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), კაროჟნა (ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნადეჟდა (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი") და სხვ. თითოეულ როლს იგი ასრულებდა ბუნებრივი სისადავით, ჰქონდა გამორჩეული მკაფიო მეტყველება. ესტრადაზე გამოდიოდა 1931-იდან. კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში ისე სსრკ სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. შ. ცუცქირიძე.






დოლიძე სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე

ს. დოლიძე.
ს. დ ო ლ ი ძ ე. კადრი ფილმიდან "დარიკო"

(6. II. 1903, ოზურგეთი, – 17. VI. 1983, თბილისი), კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, ქართ. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სსრკ სახ. არტისტი (1965). დაამთავრა თსუ-ის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1925). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო "სახკინმრეწვში" თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელ რეჟისორად. 1928 კინოსტუდიაში ჩამოაყალიბა კინოქრონიკის სექტორი, რ-საც თვითონვე ხელმძღვანელობდა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "მიურსალის გარღვევა", "ოქტომბრის მე-12 წელი", "დღე ყარაჩაიში", "მიწის ძახილი" (ყველა 1929), "საბჭოთა ცეილონი" (1930), "ფშავეთი" (1932), "სახელოვანი გზა" (1946), "საბჭოთა საქართველო" (1952, რ. კარმენთან ერთად), "აყვავებული საქართველო" (1957) და სხვ. საინტერესოა დ-ის მიერ შექმნილი მხატვრული ფილმები: "ზვავთა მხარეში" (1931); "უკანასკნელი ჯვაროსნები" (მუნჯი – 1934, ხმოვანი – 1935); "დარიკო" (1936); "მეგობრობა" (1940); "ჯურღაის ფარი" (1944, დ. რონდელთან ერთად, სსრკ სახელმწ. პრემია, 1950), "ჭრიჭინა" (1954), "ეთერის სიმღერა" (1956), "ფატიმა" (1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "პალიასტომი" (1963), "შეხვედრა წარსულთან" (1966), "ქალაქი ადრე იღვიძებს" (1967), "სემირამიდას ბაღები" (1970), "გაქცევა გათენებისას" (1975), "კაცია-ადამიანი?!" (1979, ქ. დოლიძესთან ერთად); "კუკარაჩა" (1983, ქ. დოლიძესთან ერთად. საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის) და სხვ. დ-ის შემოქმედება გამოირჩეოდა იდეური მიზანდასახულობითა და მხატვრული ოსტატობით. დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: "ჩხიკვთა ქორწილი" (1957), "სათაგური" (1965), "ბულბულის იუბილე" (1978) და სხვ. 1957–76 იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' .: მოგონებები, თბ., 1984. ''ლიტ'' .: Сико Долидзе. Рассказы о творческом пути (Лит. запись К. Церетели), М., 1968. ა. გვენცაძე.






დოლიძე ქეთევან (ქეთი) სიმონის ასული

ქ. დოლიძე.

(დ. 4. XII. 1945, თბილისი), რეჟისორი, მსახიობი. 1967 დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი, 1975 – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. იყო საქართვ. ტელევიზიის რეჟისორი (1973–85, 1989–98). 1975- იდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი და მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თვითონ იყო. თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი" (1974), მ. შიზგალის "ვეფხვი" (1980), ე. ბრილის "სერობა" (1996), ჯ. ბ. შოუს "პიგმალიონი" და სხვ. სატელევიზიო დადგმებია: "დღესასწაული" (1973), "გაკვეთილები" (1975), "ჩემი ოჯახი", "ლეილა" (ორივე 1976), "შენ და მე" (1977), "თეთრი მანდილი" (1993) და სხვ. დ-ის რეჟისორული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა მხატვრულ ფილმებში: "კაციაადამიანი?!" (1979, ს. დოლიძესთან ერთად); "კუკარაჩა" (1983, ს. დოლიძესთან ერთად; ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის), "ძველი ვალსი" (1985), "მარტოხელა მონადირე" (1989), "ევრიდიკე" (1991), "და სასახლეში ვნახავ სიხარულს" (1993). გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ლეილა აშიანი" (1978), "თეთრი მანდილი" (1993). შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: "სისხლიანი ქორწილი" (1974), "შენსკენ სავალი გზები" (1984), "მედეა – გახლეჩილი სამყარო" (1997), "ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" (2000) და სხვ. არის ქალთა საერთაშორისო მოძრაობის "თეთრი მანდილი" დამფუძნებელი (1993); მისი ინიციატივით დამკვიდრდა მ. თუმანიშვილის სახ. საერთაშ. თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი" (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).