დოლომისისწვერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის მარცხ. შენაკადების ჭანჭახისა და ღარულის აუზების წყალგამყოფ – კედელას ქედზე, მდ. გომრულის (რიონის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3260 . აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით, ჭარბობს ქვიშაქვები და ფიქლები. კალთები შემოსილია ალპ. მდელოებით.