დოლომიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარბონატების კლასის მინერალ დოლომიტისაგან [CaMg(CO3] შემდგარი ქანი. გვხვდება კრისტალების და მარცვლოვანი, თირკმლისებრი, მკვრივი აგრეგატების სახით. წარმოიქმნება ქიმ. დალექვის, აგრეთვე ჰიდროთერმული პროცესების შედეგად. გამოიყენება მეტალურგიაში ცეცხლგამძლე აგურისა და ლითონური Mg მისაღებად, სოფ. მეურნეობაში – მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად და სხვ. საქართველოში სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს აბანოსა (ქარელის მუნიციპალიტეტი) და ტყვარჩელის საბადოებს; ცნობილია აგრეთვე მოწამეთის, კვახჭირის, ჭოგნარის, გელათისა და ქვილიშორის საბადოები. ვ , ჯავრიშვილი.