დოლრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, დოლრასწვერზე. სიგრძე 5,5 კმ , ფართ. 8,8 კმ . მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2530 -მდე. ფირნის ხაზის სიმაღლე – 3310 მ . მყინვარი ასაზრდოებს მდ. დოლრას.


დოლრა

დ ო ლ რ ა ჭ ა ლ ა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ენგურის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 24 კმ , აუზის ფართ. 191 კმ . სათავე აქვს დოლრის მყინვარზე. უმთავრესად საზრდოობს მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გვიან გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 9,30 /წმ. ნ. უკლება.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დოლრა&oldid=2537-დან“