დოლრასწვერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. დოლრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3700 მ . აგებულია პალეოზოური კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. დ-ის სამხრ.- აღმ. კალთაზე არის მყინვარი დოლრა.