დომბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომბა.

(Bison bonasus), ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სხეულის სიგრძე 3,5 , სიმაღლე მინდაოში 1,9 , მასა 700–1000 კგ აღწევს, ფური მომცროა. ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. სქესობრივად 3 წლის ასაკში მწიფდება. წელიწადში შობს 1 ხბოს. იკვებება ბალახითა და ნეკერით. დ. ბინადრობს ჯოგებად. საქართველოში მისი ქვესახეობა – კავკასიური დ. – გავრცელებული იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს ტყეებიდან თერგის სათავეებამდე. 1927 ბზიფის ხეობაში მოკლეს უკანასკნელი დ. კავკ. ნაკრძალში გადარჩა ერთი სახარე ხბო, რ-იც შეაჯვარეს ბელოვეჟიური დ-ის ფურთან და მიიღეს კავკ.-ბელოვეჟიური დ .; ჰიბრიდს კარგად აქვს გამოვლენილი ჰეტეროზისი, ზომით მშობლებზე დიდია და იძლევა ჯანსაღ შთამომავლობას. მათ გასამრავლებლად მსოფლიოს 28 ქვეყანაში შეიქმნა საშენები. დ-ების თავისუფლად გაშვებული ახ. ჯოგებია ბელოვე- ჟის ტევრში, კარპატებსა და კავკასიაში. ა. არაბული.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დომბა&oldid=4602-დან“