დომბაიულგენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე (საქართველოსა და ყარა- ჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე), მდინარე სამხრ. პტიშის (ჩხალთის მარცხ. შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე ზ. დ. 4046 . აგებულია პალეოზოური გნაისებით, კრისტ. ფიქლებითა და გრანიტებით. დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულით. დ. უკლება.


დომბაიულგენი

უღელტეხილი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. სამხრ. პტიშის (ჩხალთის მარცხ. შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე ზ. დ. 3085 . აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვ. შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხ. შენაკადი) აუზებს. დ. უკლება.