დომენტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ჯ ა ნ დ ი ე რ ი შ ვ ი ლ ი), არქიმანდრიტი, კალიგრაფი, მოსკოვის ქართული ახალშენის აქტიური მოღვაწე XVIII ს. I მესამედში, დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) კარის წინამძღვარი. 1726 მოსკოვში დაასრულა "სადღესასწაულოს" სლავურთან შეჯერება და აღწერა იგი სრული თვენით, გალობებით, სვინაქსარით, "სადღესასწაულოს მეტაფრასით, ოთხითა და იბაკოთი (სადღესასწაულო სათქმელები)". მისი გადაწერილი ჩანს "ქრონოგრაფის" ერთი ნუსხაც. გასწორებული და გამრავლებული აქვს საღვთისმეტყველო ლიტრის მრავალი ძეგლი. ფ.სიხარულიძე.


სარჩევი

დომენტი I

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1556–60. კათოლიკოსად დაადგინა ქართლის მეფე სიმონ I-მა. დ. I ხელდასხმიდანვე ენერგიულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქოს ეკონ. მდგომარეობის მოწესრიგებას, გააფართოვა მისი მამულები. დ. I-ის სახელთან არის დაკავშირებული კახეთის სამეფოს ეკლესიური სეპარატიზმის მორიგი მცდელობის აღკვეთა, რასაც ადასტურებს 1556–60 წწ-ით დათარი- ღებული ამბა-ალავერდელისა და კახი ეპისკოპოსების ერთგულების წიგნები.

''ლიტ'' .: გ უ ჩ უ ა ვ., საქართველო XVI ს. 50–70-იან წლებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; კ ა ჭ ა რ ა ვ ა ე., ალავერდის საეპისკოპოსო (ეპარქია) სრულიად საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი, კრ.: სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 1998.


დომენტი II

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1595–1610. მისი ინიციატივით 1595 მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა დიდი მამულები, რებიც ადრე საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. დ. II-ის კათოლიკოსობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფ. არბო გლეხებითურთ, კახთა მეფე ალექსანდრე II-ს – გარსევან ანდრონიკაშვილისათვის ჩამორთმეული სოფლები – ჯიბათი და ღანუხი გლეხებითურთ.

''წყარო'': ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.


დომენტი III

(გ. IX. 1676, მცხე- თა), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660–76, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე. იყო ქართლის მეფის ვახტანგ V -ის ცენტრალისტური პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ, ცდილობდა ქართ. ქრისტ. ჩვეულებების აღდგენას, 1664 თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის კარედი ხატი და თბილ. საპატრიარქო ეკლესიაში ანჩისხატში დაასვენა, რ-იც შემდგომ შეაკეთა და განაახლა. 1675 ააგო ახ. სამრეკლოც. მის სახელს უკავშირდება მჭადიჯვრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის აგება. სვეტიცხოვლისათვის შეიძინა ყმა-მამული და შესწირა მას.

''ლიტ'' .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1951, ნაკვ. 29. ბ. ლომინაძე.


დომენტი IV

(ერისკაცობაში – დამიანე ლევანის ძე ბ ა გ რ ა - ტ ი ო ნ ი) (გ. 1741), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705–41. მწიგნობარი, ვახტანგ VI-ის ძმა. 1705–08 ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში. 1707 ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მ. შ. კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც. 1710 კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყულიხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი. 1712–14 მხარს უჭერდა ირანში მყოფი ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ არ გაუმართლა. 1723, თბილისში ოსმალების შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორის ციხეში, იქიდან კი – ქსნის საერისთავოში. თბილ. გამგებელმა იესემ (ალიყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა. დ. IV 1725 ოსმ. სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკ-ში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნ- ძულზე გადაასახლეს (აქ იგი 1736 დამლევამდე იყო). შემდეგ კვლავ სტამბოლშია. 1737 გარდაიცვალა ბესარიონ კათოლიკოსი. 1739 ნოემბ- ში დ. IV ქართლში დაბრუნდა და კვლავ კათოლიკოსად ჩანს. დ. IV-ის ლიტ.-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართ. კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დ. IV-მ შეკრიბა ქართვ. საერო და საეკლ. მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მ. შ. ზოგიერთი სვინაქსარული სახისა და შეადგინა ქართ. ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანაწერი ნუსხით); საეკლ. პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ. ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდვინა თბილისში. შეადგინა "სადღესასწაულოს" ახ. რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლ. მამათა თხზულების II ნაწილი. დ. IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილ. ანჩისხატის, მეტეხისა და სხვ. ეკლესიების სარემონტო და სამშ. სამუშაოები. ''ლიტ'' . იხ. სტ-თან დ ო მ ე ნ ტ ი III. ბ. ლომინაძე.