დომინიკე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(მ უ ღ ა შ ა შ ვ ი ლ ი, პ ა წ ა ძ ე) (გ. 28. X. 1911, გორი), კათოლიკე სასულიერო მოღვაწე პუბლიცისტი, მთარგმნელი, რედაქტორ-გამომცემელი. მისი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ, ატარებდნენ პაწაძეების გვარს და ცხოვრობდნენ ახალციხეში, რაბათის მიდამოებში. XVII ს-ში თურქების მხრიდან დევნის გამო ისინი სოფ. ხიზაბავრაში დამკვიდრდნენ. იძულებით (გადარჩენის მიზნით) გვართან ერთად სარწმუნოებაც გამოიცვალეს და კათოლიკობა მიიღეს. დ-მ პირველდაწყებითი განათლება ცნობილ საზ. მოღვაწესთან, ი. გვარამაძესთან მიიღო. 1890 დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პ. ხარისჭარაშვილის მიერ დაარსებული სას. სემინარია. სას. მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, გორში. იბრძოდა მესხეთის ქართვ. კათოლიკეთა ეროვნულობის შესანარჩუნებლად. 1906 თბილისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ქართვ. კათოლიკეთა ჟურნ. "ჯვარი ვაზისა". მან საკუთარი სახსრებით 25 ოჯახი მესხეთიდან გორის მაზრის სოფ. სკრასთან დაასახლა. ახალშენს უწოდეს ბეთლემი (ახლანდ. სოფ. ახალხიზა). დ. 1911 მოკლეს. არის ავტორი ნაშრომისა "შემოკლებული საღმრთო ისტორია კათოლიკეთათვის დომინიკე მუღაშაშვილის მიერ" (ტფ., 1904). დაკრძალულია გორის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ეზოში.

''ლიტ'' .: ვ ე ლ ი ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი მ., ხიზაბავრას მეგზური, თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე, ხიზაბავრას განთიადი, თბ., 1982; ლ ო მ ს ა ძ ე შ., მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984. ე . ბუბულაშვილი.