დონაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი პეტრეს ძე (12. II. 1830, სანქტ- პეტერბურგი, – 3. IV. 1897, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1888). გენ.-მ. პ. პ. დონაურის უფროსი ძმა. 1853–56 ყირიმისა და 1877–78 რუს.-ოსმ. ომების მონაწილე.




სარჩევი

დონაური ელენე იოსების ასული

ე. დონაური.
ე. დ ო ნ ა უ რ ი. ოთარაანთ ქვრივი, შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი".

(ფსევდ.; ქალიშვილობის გვარი – ვ ა ჩ ნ ა ძ ე; ქორწინებისა – მ ა რ ჯ ა ნ ი შ ვ ი ლი)[15(27). III. 1890, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 16. X. 1955, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). კ. მარჯანიშვილის მეუღლე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1906) სწავლობდა დრამ. კურსებზე თავდაპირველად თბილისში, შემდეგ – პეტერბურგში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1908 ლ. იავორსკაიას საგასტროლო დასში. 1908–20 იყო რუსეთის თეატრების [პეტერბურგი (ვ. კომისარჟევსკაიას თეატრი), უმანი, ტაგანროგი და 485 სხვ.], 1920–26 – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის, 1926– 28 – თბილ. მუშათა თეატრის, 1928–55 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. თამაშობდა ჰეროიკულ-დრამ., აგრეთვე სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით. მნიშვნელოვანი როლებია: ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბაბულია (ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), დედოფალი ჰერტრუდა (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ოთარაანთ ქვრივი (შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ქალბატონი ჰიგინზი (ბ. შოუს "პიგმალიონი") და სხვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. შ.ცუცქირიძე.






დონაური ზაქარია პეტრეს ძე

(1830, სანქტ - პეტერბურგი, – 15. XI. 1875, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. პ. მ. დონაურის ვაჟი. იყო რუს. იმპერიის გენერალური კონსული პარიზში.




დონაური ივანე მიხეილის ძე

(1806, სანქტ- პეტერბურგი, – 1849, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოდან გადასახლებულ ქართვ. აზნაურთა შთამომავალი, გენ.-მ. მ. დონაურის ვაჟი. ახალგაზრდობისას კამერიუნკერი იყო. თავდაპირველად მსახურობდა საგარეო საქმეთა, შემდეგ სახელმწ. ქონების სამინისტროში. 1843 დანიშნეს იაროსლავის ვიცე-გუბერნატორად, 1846 მიენიჭა სახელმწ. მრჩევლის წოდება.




დონაური მიხეილ ივანეს ძე

(1757, სანქტ- პეტერბურგი, – 21. X. 1817, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენ.-მაიორი (1796). მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთს გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი. ახალგაზრდობისას განაწესეს სამხ. სამსახურში, 1780 კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს. იმპ. ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის – პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას. პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით დააჯილდოეს წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I ხარისხის ორდენებითა და 2000 გლეხით. 1797 დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად. იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 კი – ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა. პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა. მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს. 1801 ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა. დაკრძალულია სანქტ- პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

''ლიტ'' .: Г о г и т и д з е М., Военная элита Кавказа, Тб., 2007; Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2003. მ. გოგიტიძე.




დონაური პეტრე მიხეილის ძე

(1802, სანქტ- პეტერბურგი, – 1863, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოდან რუსეთს გადასახლებულ ქართვ. აზნაურთა შთამომავალი, გენ.-მ. მ. დონაურის ვაჟი. სხვადასხვა დროს ეჭირა ვლადიმირის (1842–51) და სანქტ- პეტერბურგის (1851–62) გუბერნატორის პოსტი. 1851-იდან იყო საიდუმლო მრჩეველი, 1855–63 – სენატორი და სახელმწ. კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე).




დონაური პეტრე პეტრეს ძე

(1842, სანქტ- პეტერბურგი, – 1906, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1902). რუსეთ-იაპონიის ომის (1904–05) მონაწილე, 1902-იდან – უსურიის კაზაკთა დივიზიის უფროსი.