დონაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარლამ ბარნაბის ძე (15. V. 1908, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1989, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1965), თსუ-ის პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1929 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტი. დ. იკვლევდა დას. ევრ. და სამხრ.-აღმ. აზიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე XIX ს. II ნახ. ქართ. საზ. აზრის დამოკიდებულებას ახ. დროის მსოფლიო ისტ. აქტუალური პრობლემებისადმი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

'''თხზ'' .: სუნ იატ-სენი, თბ., 1955; ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და XIX ს. II ნახ. ქართული საზოგადოებრივი აზრი, თბ., 1973; ინდოელი ხალხის დიდი შვილი მაჰათმა განდი, თბ., 1974; ბოსფორი და დარდანელი (საკითხის ისტორიის ნარკვევები), თბ., 1983; ნიკო ნიკოლაძის სოციოლოგიური და ისტორიული შეხედულებები, თბ., 1987; ილია ჭავჭავაძე და მსოფლიო ისტორიის ახალი პერიოდის აქტუალური პრობლემები, თბ., 1987.




დონაძე

ვ. გ. დონაძე.

ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე [5(18). III. 1905, ოზურგეთი, – 10. XII. 1986, თბილისი], მუსიკათმცოდნე და პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1958), პროფესორი (1956), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). ქართ. საისტორიო მუს. მეცნიერებისა და პროფესიული მუს. კრიტიკის ფუძემდებელი. 1934 დაამთავრა თბილ. კონსერვ. მუსიკათმცოდნეობის ფაკ-ტი (ხელმძღვ. ა. რაბინოვიჩი), 1937 – ლენინგრადის კონსერვ. ასპირანტურა (ხელმძღვ. რ. გრუბერი). 1937–86 მუშაობდა თბილ. კონსერვატორიაში, სადაც დააარსა (1937) მუსიკის ისტ. კათედრა (1937–76 – კათედრის გამგე), პირველმა დაამუშავა და შემოიღო, როგორც სასწ. საგანი, ქართ. მუსიკის ისტორიის სპეც. კურსი. დ-ის შრომებიდან აღსანიშნავია ცნობილი მონოგრაფია "ზაქარია ფალიაშვილი" (ზ. ფალიაშვილის სახ. პრემია, 1972) და მონოგრაფიული ნარკვევები ქართვ. კომპოზიტორებზე (მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ვ. დოლიძე, ნ. სულხანიშვილი, ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, შ. მშველიძე, ო. თაქთაქიშვილი და სხვ.). ფართო აღიარება მოიპოვა დ-ის შრომებმა ფ. შუბერტის სიმფ. შემოქმედების შესახებ. რომანტიკული სიმფონიზმის მისეული კონცეფცია დამკვიდრდა მუსიკათმცოდნეობაში. დ-მ ღრმა კვალი დაამჩნია ქართ. მუსიკათმცოდნეობის შემდგომ განვითარებას. მისი მოწაფეები არიან: ა. წულუკიძე, გ. ორჯონიკიძე, ვ. გვახარია, გ. ტორაძე, რ. წურწუმია, დ. გოგუა, მ. ქავთარაძე, ლ. კაკაბაძე, რ. ქუთათელაძე, მ. ხვთისიაშვილი და სხვ.

''თხზ'' .: შალვა მშველიძე (მონოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1946; Симфония си минор Шуберта, წგ.: Очерки по истории и теории музыки, Л., 1940; Музыкальное наследие Грузии (классический период), კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957; Захарий Палиашвили, М., 1958 (2 изд., М., 1971); Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1, Тб., 1975; Симфонии Шуберта, კრ.: Музыка Австрии и Германии XIX века, кн. 1, М., 1975.

''ლიტ'' .: ტ ო რ ა ძ ე გ., გამოჩენილი ქართველი მუსიკათმცოდნე, «საბჭოთა ხელოვნება», 1985, #9; А с л а н и ш в и л и Ш. С., Проблемы музыкального наследия в Грузии, კრ.: Музыковедение и музыкальная критика в республиках Закавказья, М., 1956; К а к у л и я Л., Ч к о н и я С., Композиторы и музыковеды Грузии, Тб., 1984. გ. ტორაძე.




დონაძე

მ. დ ო ნ ა ძ ე. სილვიო, რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები".

მერაბ გენადის ძე (17. VII. 1937, თბილისი, – 16. XII. 2010, იქვე), მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. დამს. არტისტი (1978), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (ჰელსინკი, 1962, I პრემია – ოქროს მედალი). 1961 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვ. ქაშაკაშვილისა და გ. მარგიევის კლასები), პარალელურად – თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. 1962–81 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს ონეგინისა და ელეცკის (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" და "პიკის ქალი"), ლევანისა და საქოს (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ქალუნდაურის (შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"), სილვიოს (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ოიდიპოსის (ა. შავერზაშვილის "ოიდიპოს მეფე", საკონცერტო შესრულება) და სხვ. პარტიები. 1975–77 იყო კიევის საოპერო თეატრის სოლისტი. 1993–2006 მუშაობდა საქართვ. ფილარმონიის გენერალურ დირექტორად. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინ-ტში. სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ვ. აზარაშვილთან (კონცერტებით შემოიარეს საქართვ. ქალაქები). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). გ.ტორაძე.