დონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დ ო ნ ი (დ. ნაცვლიშვილი). "ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე". 1968.

(ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – დავით ვლადიმერის ძე ნ ა ც ვ ლ ი შ ვ ი ლი) (20. VI. 1899, სოფ. ტობანიერი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 26. XI. 1971, თბილისი), მხატვარ-სატირიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1925). იმავდროულად თბილ. სამხატვრო აკადემიაში ეუფლებოდა გრაფ. ხელოვნებას (ი. შარლემანის კლასი). დ-ის სახელთან არის დაკავშირებული XX ს. 30-იან წლებში სატირული გრაფიკის განვითარება. მისი ნამუშევრები გამოცემულია ორ წიგნად – "ხუმრობის გარეშე" (1951) და "ფანქრის წვერზე" (1957). დასურათებული აქვს სატირულიუმორისტული წიგნები. ავტორია გრაფ. ნახატებისა: "ბაკურიანის გზა" (1940), "ბაგრატის ტაძრის ნანგრევები" (1944), "რუსთავის პარკი" (1953; ყველა ნამუშევარი მხატვრის კუთვნილებაა) და სხვ.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დონი&oldid=4623-დან“