დონჟაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თ. დონჟაშვილი.

თინა გიორგის ასული (21. IX. 1916, თბილისი, – 17. III. 1993, იქვე), მწერალი. 1941 დაამთავრა მოსკ. I სამედ. ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947 დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრ. "ვერ მიგატოვებ", რ-შიც მწერალმა ასახა ფრონტელ ექიმთა ცხოვრება. ომის თემაზეა შექმნილი რომანი "განთიადი" (1950) და მოთხრობა "ჩემი მეგობარი" (1963). ყურადღებას იპყრობს ასევე რომანები – "ალაზანზე" (1956) და "გონჯაურა" ("მნათობი", 1987, #10–12, ცალკე წიგნად, 1988), რ-შიც ასახულია 1951 წ. რეპრესიები; აგრეთვე კრებულები: "ვერ მიგატოვებ" (1971), "შორ გზაზე" (1976), "მოთხრობები. რომანი" (1980); ნარკვევების კრებულები: "შრიალებდეს ტყე" (1961), "მთებში" (1967), "ალისფერი ვარდები" (1971), "მთა და ბარი" (1974), "თუშეთის ალპებში" (1974), "ჩემი ნაკრძალი" (1975) და სხვ. დ. ავტორია პიესებისა: "ახალი ქართლი" (1948), "გამარჯვებულთა ღიმილი" (1949, დაიდგა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.