დონცოვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. დ ო ნ ც ო ვ ა. დეკორაციის ესკიზი (ი. ერკენის სპექტაკლისათვის "კატა-თაგვობანა"). 1975.

ევგენია პავლეს ასული (19. XII. 1924, დონის როსტოვი, – 11. VIII. 2006, თბილისი), სცენოგრაფი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1950). ამავე წლიდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მხატვარი იყო, 1964-იდან – მთ. მხატვარი. გააფორმა სპექტაკლები: ა. სერაფიმოვიჩის "რკინის ნიაღვარი" (1964), ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი" (1970), ვ. შუქშინის "ენერგიული ადამიანები" (1974), ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია" (1975), ა. ოსტროვსკის "უმზითვო" (1982), პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი" (1974; ოდესის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი); ა. არუთინიანის "საიათნოვა" (1973; აზერბ. მ. ფ. ახუნდოვის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი) და სხვ. დ. არქიტ. და ყოფითი დეტალების, ბუნებრივი გარემოს პირობითდეკორ. გააზრებით ქმნიდა მსუბუქ, ჰაეროვან სცენოგრაფიულ გარემოს. ქ. კინწურაშვილი.