დორეთკარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ლარგვისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ხარულის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ჭურთის (ქსნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1400 , ახალგორიდან 27 კმ . 70 მცხ. (2002). დ. შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში; მოხსენიებულია ი. გიულდენშტედტის (1772) სოფელთა სიაში და 1781 ქსნის საერისთავოს სტატისტ. აღწერილობაში. 1865 დ. თავისი 7 ქართ. კომლით ქსნის უბნის მეწყერის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა.

''ლიტ'' .: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968. ჯ. გვასალია.