დორეულების არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

III–IV სს. ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. დორეულების (ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი) ჩრდ.-დას-ით, ადგილ გრძელნაკვეთზე. 1968 არქეოლ. დაზვერვების დროს (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) აღმოჩნდა ნამოსახლარისათვის დამახასიათებელი ქვევრების, დერგების, ხელადების, ჯამებისა და ალიზის ნატეხები. გამოვლინდა აგრეთვე სამეურნ. ორმოები, ცხოველთა ძვლები, რკინის წიდები. ნამოსახლარი მდებარეობს მნიშვნელოვანი გზის გასწვრივ, რ-იც ივრის ხეობის შუა წელზე გადიოდა. შეგროვებულია სამარხეული მასალაც (ბრინჯაოს ძეწკვი, ბე- ჭედი, რგოლი, სხვადასხვაგვარი მძივი და სხვ.). სოფლის ჩრდ-ით შემორჩენილია ვანათის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.

''ლიტ'' .: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., ერწოს ველი გვიანარმაზულ ხანაში, «ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები», 1979, ტ. 3; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., ჯ ო რ - ბ ე ნ ა ძ ე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, #1. რ. რამიშვილი. ბ. ჯორბენაძე.