დოროთეოზ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ო რ ო თ ე ო ს I, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV ს. 60-იან წლებში. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დ. I-მა საპატრიარქო ტახტი დაიკავა პატრიარქ ბასილის (ბასილი V) შემდეგ. დ. I მოხსენიებულია კათოლიკოს ბასილის (ბასილი VI) მიერ 1516–35 გაცემულ წყალობის სიგელში.

''წყარო'': ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970. ზ. აბაშიძე.