დოროთეოზ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ო რ ო თ ე ო ს II, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1503–05; 1511–16. დ. II-მ ეკონომიკურად დაძაბუნებულ მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნა ფეოდალების მიერ მითვისებული სოფლები, შეიძინა ახ. მამულები; კახეთისა და ქართლის მეფეებს ახ. სიგელებით დაამტკიცებინა (1503–05) და გადასახადებისაგან გაათავისუფლებინა საპატრიარქოს მამულები.

''წყარო'': ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897.

''ლიტ''. : საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1948. ბ. ლომინაძე.