დოროთეოზ III

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ო რ ო თ ე ო ს III, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1589 – XVI ს. დასასრული, სიმონ I -ის მეფობის პერიოდში. დ. III-მ სოფ. ნიტრიაში (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი) ააშენა საძვალე მონასტერი. მშენებლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფეები სიმონ I, გიორდოქიგი X და კახეთის მეფე ლევანი. ცნობილია დ. III-ის მიერ დაწერილი გუჯარი, სადაც აღწერილია ნიტრიის მონასტრის მშენებლობის ამბავი. გუჯარი მნიშვნელოვან მასალას იძლევა საქართველოს ეკონ., პოლიტ. და მატერ. კულტურის შესასწავლად. ბ . ლომინაძე.