დოქი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოქი საღვინე. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

1. ყელვიწრო, ცალყურა, მრგვალმუცლიანი და სწორძირიანი თიხის ჭურჭელი. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ საწყლე და საღვინე დ-ებს. პირველისათვის დამახასიათებელია მრგვალი პირი, შედარებით დაბალი და ოდნავ ფართო ყელი, მეორისთვის კი – აჭრილი, ნისკარტიანი ტუჩი, მაღალი, ვიწრო ყელი და დაშვებული ყური. საღვინე დ. გამოირჩევა დახვეწილი ფორმითა და მდიდარი დეკორით. გვხვდება საქართვ. სხვადასხვა კერამ. ცენტრში დამზადებული წერნაქით მოხატული და უწერნაქო, მოჭიქული და მოუ- ჭიქავი, ზოგჯერ ზეთის საღებავებით მოხატული დ-ები. შემკულია გეომ. და მცენარეული, უფრო იშვიათად კი ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით. გვიანდ. ხანის ქართ. წერილობით ძეგლებში მოხსენებულია ლითონის, მეტწილად ვერცხლის დ-ები, რ-ებიც საზ-ბის მაღალ ფენებში იხმარებოდა. ფუნქციის, ტევადობისა და ფორმის მიხედვით საქართვ. სხვადასხვა კუთხეში დ-ს სხვადასხვა სახელი ერქვა (თუნგიანი, ხელადა, თუნგიანი ხელადა, ხარა დოქი და სხვ.). დ. ქართ. წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII ს-იდან, ხოლო არქეოლოგიაში – ბრინჯაოს ხანიდან. 2. სითხისა და მარცვლეულის საწყაო საქართველოში. მისი ტევადობა ერთგვაროვანი არ იყო და შეადგენდა დაახლ. 3,7 (გურია- ში) ან 6 (იმერეთსა და აღმ. საქართველოში). წყაროებში გვხვდება XVIII ს-იდან, თუმცა მისი საწყაოდ გამოყენება გაცილებით ადრეა სავარაუდო. რ. თოდუა. გ. ჯაფარიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დოქი&oldid=4637-დან“