დოღონაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. დოღონაძე.

ანა ალექსანდრეს ასული (დ. 15. II. 1973, მცხეთა), სპორტსმენი (ბატუტზე ხტომა), ოლიმპიური ჩემპიონი (ათენი, 2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 – გუნდური, 1998 – სინქრონული, 2001 – პირადი), სამგზის მეორე (სინქრონული – 1999, 2001, გუნდური – 2001) და ექვსგზის მესამე (1998, 1999, 2003, 2005 – პირადი, 2003, 2005 – სინქრონული) პრიზიორი; მსოფლიო თასის ორგზის მფლობელი (სინქრონი – 1993, პირადი – 2000), ევრ. სამგზის ჩემპიონი (1997, 1998 – სინქრონული, 1998 – პირადი), სსრკ ჩემპიონი (1990 – პირადი), ევრ. ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988, 1990). 1998-იდან ასპარეზობს გერმანიის სახელით.







დოღონაძე

ნათელა რევაზის ასული (დ. 13.V.1954, მოსკოვი), პედაგოგი, ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელი. პედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000), საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის წევრი (2000), საქართვ. განათლების მეცნ. აკადემიის წევრი (2001), ევრომეცნიერთა (Euroscience) აკადემიის წევრი (2000–07), საქართვ. ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი (1995–97). 1978 დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავა- ძის სახ. უცხოურ ენათა სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი. 1978–83 და 1999–2006 მუშაობდა ამავე ინტში, 1983–2009 – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1998- იდან მუშაობს შავი ზღვის საერთაშ უნ-ტში (2006-იდან – პრორექტორის თანამდებობაზე), არის ამავე უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკტის სრული პროფესორი. დ-ის კვლევის თემაა უცხოური ენების სასწ.-მეთოდიკური კომპლექსის შედგენისა და გამოყენების პრობლემა მოზრდილთა სწავლებაში (ინგლისური ენის მაგალითზე). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 6 სახელმძღვანელო (4 – თანაავტორ- თან ერთად), 1 მონოგრაფია (თანაავტორთან ერთად), ლექსიკონი.




დოღონაძე

რ. რ. დოღონაძე.

რევაზ რომანის ძე (21. XI. 1931, თბილისი, – 13. V. 1985, იქვე), ფიზიკოსი, საქართველოში თანამედროვე ელექტროქიმიური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983). ფიზიკა-მათ. მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1978). დაამთავრა მოსკოვის საინჟ.-ფიზ. ინ-ტი (1955). 1958–79 იყო სსრკ მეცნ. აკად. ელექტროქიმიური ინ-ტის თეორ. განყოფილების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი და ჯგუფის ხელმძღვანელი, 1970–73 – მოსკ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორი, 1983–85 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ზოგადი და თეორ. ფიზ. კათედრის გამგე. იყო საქართვ. მეცნ. აკად. არაორგანული ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტის თეორ. კვლევათა განყ-ბის დამაარსებელი და გამგე (1985-იდან ეს განყ-ბა მისი სახელობისაა), ელექტროქიმ. საერთაშ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი და ელექტროქიმიური ფიზ. განყ-ბის თავ-რე (1976–85). დ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება ქიმ., ელექტროქიმიისა და ბიოქიმ. პროცესებში მუხტის გადატანისა და ფოტოგადატანის კვანტურმექან. თეორიის დამუშავებას. მან შექმნა ამ მიმართულების თეორეტიკოსთა სამეცნ. სკოლა. აქტ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საზ. საწყისებზე.

''თხზ'' .: Кинетика химических реакций в полярных растворителях, კრ.: Итоги науки и техники. Физическая химия. Кинетика, т. 2, М., 1973 (თანაავტ. А. М. Кузнецов); Кинетика гетерогенных химических реакций в растворах, კრ.: Итоги науки и техники. Кинетика и катализ, т. 5, М., 1978.

''ლიტ'' .: К უ ზ ნ ე ტ ს ო ვ A. M., შ ც ჰ უ ლ ტ ზ ე I. ჭ., U ლ ს ტ რ უ ლ P. ჭ., ღევაზ ღ. Dოგონადზე (1931―85), «ჟოურნალ ოფ Eლეცტროანალყტიცალ ჩჰემისტრყ», 1986, ვ.204. რ. ჩაგუნავა.




დოღონაძე

რომან ისიდორეს ძე [22. XII. 1905 (4. I. 1906), სოფ. ნახშირღელე, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 20. XII. 1970, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1927 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკტი. 1946–70 სამეცნ. მუშაობას ეწეოდა საკავშ. და რესპუბლიკურ სამეცნ.-კვლევით ინ-ტებში. 1952– 56 მივლინებული იყო ალბანეთში სოფ. მეურნ. სამინისტროს უფროს მრჩევლად. დ-მ საქართვ. პირობებში დაამუშავა ჩაისა და ზოგიერთი სხვა სუბტროპ. კულტურის (ევკალიპტი, დაფნა, ტუნგი) აგროტექნიკის საკითხები, აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის ათვისების საქმეში. თანაავტორია სახელმძღვანელოსი "სუბტროპიკული ტექნიკური კულტურები". მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' .: კეთილშობილი დაფნა, თბ., 1963; Культура эвкалипта в СССР, М., 1952. გ. თოდუა.