დოშაყე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის ვაკეზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ლეჟვანიე, ლექობალე). ზ. დ. 320 , მარტვილიდან 28 კმ. 494 მცხ. (2002). სოფელში არის დ-ის გამოქვაბული, რ-იც აქედან გამომავალ ნაკადულს შეუქმნია. შესასვლელი ქვითკირითაა ამოშენებულ-გამაგრებული და სახიზარს წარმოადგენს. გამოქვაბულში მიკვლეულია ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელი მდიდარი კულტ. ფენა (კერამ. ჭურჭლის ნატეხები, ქვის ტლანქი იარაღი და სხვ.).

''ლიტ'' .: ე ლ ი ა ვ ა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, თბ., 1971.