დოჭვირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონ მიხეილის ძე (დ. 28. IX. 1938, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), აფხაზეთის მეცნ. აკად. წევრი (2007). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა- მათ. ფაკ-ტი (1964). მუშაობდა უმაღლეს ეკონ. სკოლაში (ბერლინი, გერმანია, 1972–73), ფ. შილერის უნ-ტში (ქ. იენა, გერმანია, 1992–95), 1968-იდან მუშაობს თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკტზე, 2006-იდან – თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკტზე. კვლევის სფეროა: შემთხვევით პროცესთა ოპტიმალური გა- ჩერება, ფინანსური მათემატიკა. დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1999).


დოჭვირი

ჯუმბერ ნიკოლოზის ძე (დ. 25. VII. 1946, ქუთაისი), ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2002). 1969 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო იქვე, სამრეწვ. საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრაზე. 1974– 77 სწავლობდა ლენინგრადის ელექტროტექ. ინ-ტში. 1978-იდან ეწევა პედ. საქმიანობას სტუ-ის ელექტრომოწყობილობათა კათედრაზე. დ-ის სამეცნ. კვლევის თემაა: მრავალლილვიანი მექანიზმებისათვის შედგენილი მრავალძრავიან ამძრავთა სისტემების შესწავლა, დანერგვა და გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო.

''თხზ''.: მრავალძრავიანი ელექტროამძრავების დინამიკა, თბ., 2004 (თანაავტ. რ. ადამია).