დოხვართა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდ. ააფსთის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 35 კმ 2 . სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. აქვს მრავალი შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 41 კმ . საშ. წლ. ხარჯი 1,1 მ 3/წმ . ი. აფხაზავა.