დრამატურგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. dramaturgia), 1. რომელიმე მწერლის, ხალხის ან ეპოქის დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა (მაგ., პ.კაკაბაძის დ., ინგლ. დ., ანტ. დ.). 2. სპექტაკლის ან კინოფილმის სიუჟეტურ-სახოვანი კონცეფცია. თეატრ. დ-ის საფუძველია ლიტ. დრამა , რ-ის მიხედვითაც თანამედროვე თეატრში იქმნება სარეჟისორო სცენარი. კინოხელოვნებისათვის დამახასიათებელია სცენარის ფორმის დ. 3. დრამ. ნაწარმოებთა აგების თეორია.