დრაპარნალდია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Draparnaldia), მწვანე წყალმცენარეების (Chlorophyta) გვარი. ბუჩქისებრ დატოტვილი წყალმცენარეა. აქვს მთავარი ღერძი, რ-ზეც განლაგებულია გვერდითი ტოტები. სუბსტრატს ემაგრება ბაზალური უჯრედით ან დატოტვილი რიზოიდებით. მთავარი ღერძი შედგება ერთრიგად განლაგებული მსხვილი ცილინდრული ან ოდნავ კასრისმაგვარი უჯრედებისაგან; გვერდითი ტოტების უჯრედები მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია ზომებით. მათი ბოლო უჯრედები წაწვეტებულია ან მთავრდება მრავალუჯრედიანი გრძელი ბეწვისმაგვარი წარმონაქმნით. ცხოვრობენ უპირატესად ცივ გამდინარე, იშვიათად მდგარ წყლებში, სახლდებიან ქვებზე, ხის საგნებზე, წყლის ყვავილოვან მცენარეებზე, მოლუსკების ნიჟარებზე და ა. შ. საქართველოში გვხვდება დ-ის 4 სახეობა. ლ. კუხალეიშვილი.