დრაქმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. – Drachmē), ძვ. ბერძნული მასისა და ფულის ერ- თეული (მასა – 4,366 ), ვერცხლის მონომეტალიზმზე დამყარებული სამონეტო სისტემების ძირითადი ნომინალი. იჭრებოდა ძვ. წ. VI ს-იდან. აქვს დანაყოფები: ტრიობოლი ანუ ჰემიდრაქმა (დის 1/2), დიობოლი (დ-ის 1/3) და სხვ. აგრეთვე დიდი ნომინალებიც: დეკადრაქმა (10-დრაქმიანი), ტეტრადრაქმა (4-დრაქმიანი), დიდრაქმა (2-დრაქმიანი). დ. ფართოდ იყო გავრცელებული მიმოქცევაში, დიდი რაოდენობით გვხვდება არქეოლ. გათხრების დროს საქართვ. სხვადასხვა კუთხეში.

''ლიტ'' .: З о г р а ф А. Н., Античные монеты, М.–Л., 1951 (Материалы и исследования по археологии СССР, в. 16). გ. დუნდუა.