დრაჰკანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოქროს ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი XI–XVI სს. ქართულ წყაროებში იმის მიხედვით, თუ რომელი მმართველისა იყო, იხმარებოდა ტერმინები: "დ. კონსტანტინატი" (ბიზანტ. კეისრის კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა), "დ. დუკატი" (მიქაელ VII დუკას ოქროს მონეტა) და ა. შ.

''ლიტ'' .: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1966; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები, წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996). გ. დუნდუა.