დრეპანიუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პ ა კ ა ტ უ ს (Drepanius Pacatus, Latinus), IV ს. რომაელი ორატორი და პოეტი. ავტორი ვრცელი "პანეგირიკისა" (389), რ-იც მიუძღვნა იმპ. თეოდოსიუს I-ს (379–395) უზურპატორ მაქსიმუსის დამარცხების შემდეგ. ამ თხზულებაში დ. ეხება რომაელთა სამფლობელოებს აღმოსავლეთში და გვაწვდის საყურადღებო ცნობას, რომ კოლხეთი იმყოფება "რომაელთა ხელისუფლების ფარგლებს გარეთ".

''ლიტ'' .:М е л и к и ш в и л и Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959; Encyclopaedia Britannica. Micropaedia, v. 7, 1973–74.