დროება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთი "დროება" (1908–10).

პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. დაარსდა 1866 წ. 4 მარტს თბილისში. დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო გ. ე. წერეთელი . 1866–74 გამოდიოდა კვირაში ერთხელ, 1875–77 – კვირაში სამჯერ, 1877-იდან – ყოველდღიურად. „დ-მ“ განაგრძო "საქართველოს მოამბის" საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნ.- განმათ. მოძრაობისა და ეროვნ. კულტურის ერთ-ერთ ცენტრად. მან უდიდესი როლი ითამაშა საზ. აზროვნების განვითარებასა და ქართვ. ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი აშუქებდა ისტ., ფილოს., ენათმეცნ., ეთნ., სახ. განათლების, ხელოვნ., ლიტერატურათმცოდნეობის, სოფ. მეურნ., მრეწვ. და სხვა საკითხებს „დ-მ“ ახ. ეტაპი შექმნა ეროვნ. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაში. გაზეთი ყურადღებას ამახვილებდა ევროპის საზ.- პოლიტ. ცხოვრებასა და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე. „დ-მ“ დიდად შეუწყო ხელი ქართ. ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტ. კრიტიკის განვითარებას, კრიტ. რეალიზმის დამკვიდრებას, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედ. აზროვნების განვითარებას. „დ-მ“ ღრმა კვალი დატოვა ქართვ. ხალხის საზ. ცხოვრებაში და XIX ს. II ნახ. ქართ. აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართვ. მწერლები და საზ. მოღვაწეები: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ს. მესხი, პ. მელიქიშვილი, პ. უმიკაშვილი, ი. მაჩაბელი, დ. მიქელაძე, ნ. ნიკოლაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ყაზბეგი, ა. ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთელი (1866– 69), ს. მესხი (1869 წ. 17 აპრ-იდან 1873 ივლ-მდე, 1874 ოქტ-იდან 1883- მდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 ივლიდან 1874 ოქტ-მდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880–81), ი. მაჩაბელი (1883-იდან). გამომცემლები – ს. მელიქიშვილი (1866–82), გ. ქართველიშვილი (1883-იდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით 1885 წ. 16 სექტ. „დ.“ დაიხურა.

''ლიტ'' .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ლ., XIX საუკუნის ქართული დემოკრატიული პრესა (გლეხობის საკითხი გაზეთ "დროების" მიხედვით – 1866–1885 წწ.), თბ., 1981; ბ ო ც ვ ა ძ ე ი., სერგეი მესხი და 70–80-იანი წლების ქართული პრესა, თბ., 1968; გაზეთ "დროების" 50 წლისთავი, «სახალხო ფურცელი», 1916, #518; გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი დ., ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1974; ვ ა რ თ ა გ ა ვ ა ი., XIX საუკუნის ქართული ჟურნალგაზეთების გამოჩენილი რედაქტორები, თბ., 1957; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, [ტ.] 5, თბ., 1987; ქ ი ნ ქ ლ ა ძ ე ო., "დროება" და აღზრდის საკითხები, თბ., 1963; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927. ი . ბოცვაძე.





დროება

ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ს ო ც ი ა ლ ი ს ტ - ფ ე დ ე რ ა ლ ი ს ტ უ რ ი მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908–10. რედ.-გამომცემლები – ი. სოზიაშვილი (#1–24), ი. აგლაძე (#25-იდან), შემდგენელი – ი. მჭედლიშვილი. გაზეთში იბეჭდებოდა პოლიტ.- ეკონ., საერთაშ. მიმოხილვები, წერილები, აგრეთვე ა. ჯორჯაძის, კ. აბაშიძის, დ. ახვლედიანის, ს. შანშიაშვილის, ი. გრიშაშვილის, დ. მეტრეველის, დუტუ მეგრელის, ნ. ლორთქიფანიძის და სხვა ქართვ. მწერალთა თხზულებები, საზღვარგარეთელი და რუსი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები. გაზეთი გამოსცემდა "დროების" ყოველკვირეულ სურათებიან დამატებას. 1908 გამოვიდა "დროების კალენდარი".

''ლიტ'' .: კ ა კ ი ა შ ვ ი ლ ი გ., მხატვრული ლიტერატურა გაზეთ "დროებაში" (1908–1910 წწ.), კრ.: ნარკვევები მეოცე საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1974. ი. ლორთქიფანიძე.