დროზერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Drosera), ც ვ რ ი ა ნ ა, მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანური ფოთლები მოფენილია წითელთავიანი ჯირკვლოვანი ბუსუსებით. მათგან გამოყოფილი წებოვანი სითხის (შეიცავს ორგ. მჟავებსა და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს) საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს. დ-ს 100- ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპ. და ზომიერ სარტყლებში, განსაკუთრებით ბევრი სახეობაა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საქართველოში 3 სახეობა გვხვდება: მ რ გ ვ ა ლ ფ ო თ ო ლ ა დ. (D. rotundifolia), ი ნ გ ლ ი ს უ რ ი დ. ((D. anglica) და შ უ ა ლ ე დ უ რ ი დ. (D. intermedia). უძველესი ბორეალური ფლორის სახეობებია. იზრდება მხოლოდ აჭარაში, მთის ქვედა და ალპ. სარტყლის ტორფიან ჭაობებში. გვხვდება ერთეულებად ან ჯგუფებად. სამივე სახეობა შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში".

დროზერა. მრგვალფოთოლა დროზერა (Drosera rotundifolia).
დროზერა. ინგლისური დროზერა (Drosera anglica).
დროზერა. შუალედური დროზერა (Drosera intermedia).