დრონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთი "დრონი" (1991–2011).

ყოველკვირეული დამოუკიდებელი, საზოგადოებრივპოლიტიკური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1991–2001 წლებში. "დ." აშუქებდა საქართვ., რუსეთისა და საზღვარგარეთის პოლიტ., ეკონ., სოც. და კულტურულ საკითხებს. "დ." 16-გვერდიანი იყო. 1991 წელს გამოდიოდა კვირაში ერთხელ, 1992 წლიდან – კვირაში ორჯერ. "დ-ის" რედაქტორები იყვნენ: ა. გოგელია, თ. ქორიძე, თ. ჩიქოვანი, ს. სიმონიშვილი, გ. ჩოჩიშვილი. "დ-ში" სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ჟურნალისტები: თ. მეტრეველი, მ. რატიშვილი, ს. ჩხაიძე, ი. ალავიძე, ე. ხოფერია, თ. გოგოტიშვილი, თ. კინწურაშვილი, ნ. ვადაჭკორია და სხვ. დაიხურა ფინანს. პრობლემების გამო. "დ-ის" გამოცემა განახლდა 2011 წ-იდან (მთ. რედ. ა. გოგელია), რედაქტორები: თ. ქორიძე, პ. ნაცვლიშვილი, თ. ჩიქოვანი. 24-გვერდიანი გაზეთი გამოდიოდა კვირაში ერთხელ. იმავე წლის სექტემბერში გაზეთმა კვლავ შეწყვიტა არსებობა. თ.ჩიქოვანი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დრონი&oldid=4671-დან“