დუაბის ნამარხი ფლორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაპოვნია ქ. ოჩამჩირის მიდამოებში, მდ. მოქვისა და დუაბის შესარ- თავთან, მდ. დუაბის მარცხენა ნაპირზე – დუაბის შრეებში, რ-ებიც მოლუსკური ფაუნის მიხედვით კიმერიულადაა დათარიღებული. აქ წარმოდგენილია მდიდარი და მეტად თავისებური ფლორის კარგად დაცული ნაშთები, სანაპირო ზოლის ტყის დამახასიათებელი ფორმებით და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი ტყეების ელემენტებით, ხშირად გვხვდება წიწვოვანი მცენარეების ნაშთებიც. საქართველოს ტყეებში კიმერიულ დროში დაფნისებრნი (დუაბის ფლორის მონაცემებით) რელიქტს წარმოადგენდნენ და მათი გავრცელება აშკარად შეზღუდული იყო. ი. რამიშვილი. ა. ვეკუა.