დუაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის დეკანაშვილების თემში (აჭარის არ), მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს, ხულო – ადიგენის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1050 , ხულოდან 4 კმ . 602 მცხ. (2002). სოფელს სახელი ეწოდა დუაძეების საგვარეულოს მიხედვით.