დუდაევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯოჰარ (15. II. 1944, იალხორი, – 22. IV. 1996, სოფ. გეხი-ჩუ, ურუს-მარტანის რ-ნი), ჩაჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, საბ- ჭოთა არმიის ავიაციის გენერალმაიორი (1989). 1944 მისი ოჯახი გადაასახლეს ყაზახეთში. 1957 დაბრუნდა სამშობლოში. 1966 დაამთავრა ტამბოვის შორეული ავიაციის მფრინავთა უმაღლესი სამხ. სასწავლებელი (სპეციალობა – მფრინავი-ინჟინერი), 1974 – ი. გაგარინის სახ. სამხ.-საჰაერო აკადემია. მსახურობდა პოლტავისა და ტარტუს გარნიზონებში. 1990 დაბრუნდა გროზნოში. დაინიშნა ჩაჩანი ხალხის კონგრესის ორგანიზაციის აღმასკომის თავ-რედ. 1991 წ. 27 ოქტ. ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ადგილობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩაჩნეთის ომის დროს ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ჯგუფებს რუს. ფედერალური არმიის წინააღმდეგ. რუს. სპეცსამსახურებმა მასზე არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა. დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს. დ-ს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ყოფ. პრეზიდენტთან – ზ. გამსახურდიასთან. მხარს უჭერდა საერთო კავკასიური სახლის შექმნის იდეას. თბილისში მომხდარი 1991–92 მოვლენების შემდეგ დ-მა თავის ქვეყანაში შეიფარა ზ. გამსახურდია და მისი მომხრეები.