დუდაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ ზაქარიას ძე (დ. 23. IX. 1932, დუშეთი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (2003). 1955 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში. 1978–2005 ხელმძღვანელობდა ახლანდ. იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყბას. 1995–2000 იყო გეოლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 2005-იდან ამავე ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია. დ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა საქართვ. ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მეზოზოური და კაინოზოური ინტრუზიული მაგმური წარმონაქმნების პეტროლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი დათარიღება იზოტოპური გეოქრონოლოგიის მეთოდებით. დ. წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნ. აკად. პრეზიდიუმ- თან არსებული იზოტოპური გეოქრონოლოგიის კომისიის წევრი, მონაწილეობდა საერთაშ. გეოქრონოლოგიურ ექსპედიციებში მონ- ღოლეთსა (1986) და რუმინეთში (1989), ხელმძღვანელობდა 1988 აფხაზეთში მოწყობილ საერთაშ. გეოქრონოლოგიურ ექსპედიციას. დ. არის საქართვ. ტექ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. 1 მონოგრაფია), რ-თა ნაწილი დაბეჭდილია საზღვარგარეთ.