დუდუჩავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ივანეს ძე (1901, სოფ. საჭამიასერი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1937), კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე. იყო ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორი, 1927–30 – თბილ. სამხატვრო აკად. რექტორი, 1928–30 – "სახკინმრეწვის" სამხატვროპოლიტ. საბჭოს თავ-რე, 1933 – საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე, შემდეგ – თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირექტორი, თბილ. კონსერვ. რექტორი, ხოლო 1935– 36 – შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ-ტის დირექტორი. მის ნაშრომებში განხილულია ქართ. მწერლობის, ხელოვნ., ხუროთმოძღვრებისა და სხვ. საკითხები, ფორმალისტური სკოლების მხატვრულ- ესთეტ. პრინციპები. ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ქართული საბჭოთა დრამატურგია", "თანამედროვე ქართული მხატვრობა", "ესთეტიკური იდეალი ხელოვნებაში", "ვეფხისტყაოსნის ახალი ხელნაწერის შესახებ", "ფორმალიზმი ხელოვნებაში", "ცოტა რამ საოპერო ხელოვნების შესახებ" და სხვ. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

თხზ .: თეატრი და დრამატურგია, თბ., 1933; რჩეული წერილები, თბ., 1966. დ. თევზაძე.




დუდუჩავა

მ. დუდუჩავა

მამია იოსების ძე (14. VIII. 1911, სოფ. ქვემო ხეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 8. V. 1980, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969). დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკტი (1931). 1944–47 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირექტორი, 1948–52 – თბილ. სამხატვრო აკად. რექტორი, 1952- იდან – შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1954-იდან – ლიტ. თეორიის განყ-ბის ხელმძღვანელი. წერდა კრიტ. წერილებს, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს ახ. ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის, ესთეტიკის, ქართული ესთეტ. აზროვნების ისტორიის საკითხებზე. ნაშრომები: "ქართული საბჭოთა ფერწერა" (1939), "გიგო გაბაშვილი" (1946), "წერილები ხელოვნებაზე" (1948), "ახალი ქართული ხელოვნება" (1950), "ხელოვნების პრობლემები" (1959), "ილია ჭავჭავაძის ესთეტიკა" (1960), "ხელოვნების მარადიულობის პრობლემა" (1962), "შოთა რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი" (1966) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ხელოვნების თავისებურების პრობლემები, წგ. 1, თბ., 1970; სახვითი ხელოვნება. ლიტერატურა. ესთეტიკა, წგ. 1–2, თბ., 1973–74; К вопросу о сущности художественного стиля, Тб., 1969; Вопросы эстетики, Тб., 1977.




დუდუჩავა

როლანდ ვალერიანის ძე (დ. 12. II. 1945, თბილისი), მათემატიკოსი. მათ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1989). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1968), 1970-იდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1973–2004 – თსუის გამოყენებითი მათ. და მექანიკამათ. ფაკ-ტებზე, 2002-იდან – ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში მათ. ფიზიკის განყ-ბის გამგეა. 1993–2004 იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის სხვადასხვა უნ-ტში, 2004–07 დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელია ზაარლანდის (ზაარბრიუკენი, გერმანია) უნ-ტში. 2007–09 მუშაობდა ევრო-კავკასიურ ქართ.- გერმ. უნ-ტში. თანამშრომლობს რენეს (საფრანგეთი), ავეიროს (პორტუგალია), ამსტერდამის (ჰოლანდია), სანქტ- პეტერბურგის (რუსეთი) და სხვ. უნ-ტებთან. 2000–02 სამეცნ. კონტრაქტით მუშაობდა აეროკოსმოსურ ფირმასთან "დორნიე" (დაიმლერ-კრაისლერი). მინიჭებული აქვს საპატიო პროფესორი-მერკატორის წოდება და გერმანიის სამეცნ. საზ-ბის ჰუმბოლდტის პრიზი (2002). არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. 1997–2001 და 2009-იდან აირჩიეს საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტად. დ-ს სამეცნ. ინტერესების სფეროებია: სასაზღვრო ამოცანები კერძოწარმოებულიანი დიფერენც. განტოლებებისათვის, ინტეგრალური განტოლებები, დრეკადობის თეორიის და ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების ამოცანები, ბოლცმანის არაწრფივი განტოლებები.

[[თხზ[[ .: Integral equations with fixed singularities, Lpz., 1979; On multidimensional singular integral operators, «Journal of Operator Theory», 11, 1984: I. The half-space case, pp. 41–76; II. The case of manifolds, pp. 199–214; Asymptotics without logarithmic terms for crack problems, «Communications in Partial Differential Equations», 28, 2003, (თანაავტ.: M. Costabel, M. Dauge).