დულუზაურები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანე- თის მუნიციპალიტეტის არტნის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1180 , თიანეთიდან 7 'კმ . 101 მცხ. (2002). სოფლის განაპირას, მაღალ კლდოვან ქედზე, მდებარეობს გალავნით გარშემორტყმული განვი- თარებული შუა საუკ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ნაგებობათაგან აღსანიშნავია კვირიას დარბაზული ეკლესია. ეკლესიისათვის სამხრ-იდან და დას-იდან მოგვიანებით კარიბჭეები მიუშენებიათ. ეკლესიის გარშემო აკლდამებია. იქვეა კლდის ქვითა და დუღაბით ნაგები კოშკი. ქედის ცენტრ. ნაწილ- ში საცხოვრ. ნაგებობის ნანგრევებია. შემორჩენილია წყალსადენის ტრასა. ეკლესიასთან, ხეზე ჩამოკიდებულ პარკუჭში, ნაპოვნია ავგუსტუსის დინარი, რაც მიუთითებს აქ მისი თანადროული სამარხის არსებობაზე.

ლიტ .: ლ ო მ თ ა თ ი ძ ე გ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში, თბ., 1989; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ბ., ერწო- თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე ». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, #1; ჯ ო რ - ბ ე ნ ა ძ ე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, წგ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982. რ. რამიშვილი. ბ. ჯორბენაძე.