დუმასოკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუმასოკო.

(Suillus luteus), ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 10 სმ -ს აღწევს, ზრდის პროცესში ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელდება, შუაში რჩება პატარა ბორცვაკი. ქუდის ზედაპირი ლორწოიანია, თავდაპირველად მუქი ყავისფერი, ზოგჯერ იისფერი გადაჰკრავს, შემდეგ უფერულდება. ქუდის ქვედა მხარე მოყვითალო ან მომწვანო-ყვითელი მილებიანი შრეა. ფეხის სიგრძე 10 სმ -მდეა, ცილინდრული, ღია ყვითელი, აპკისებურსაყელოიანი. რბილობს ხილის სასიამოვნო სუნი აქვს. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება ნიადაგზე, მხოლოდ ფიჭვნარში, უფრო ხშირად ტყის ზედა ზონაში ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე. დ-ს ძალიან ჰგავს ხორკლებიანი დ. (Suillus granulatus), რ-იც თავდაპირველად მოწითალოა, შემდეგ კი – ყვითელი, ფეხზე საყელო არა აქვს. იზრდება ასევე ფიჭვნარში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნარგავებში. ორივე სახეობა გამოიყენება საკვებად. ი. ნახუცრიშვილი.