დუმბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. საქართველოში გავრცელებული დასარტყმელი საკრავი. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით – მცირე ნაღარა. გამოირჩეოდა ძლიერი ხმოვანებით და გამოიყენებოდა "ზეიმისა და ზარის მოსამატებლად" (ი. ჯავახიშვილი). მოიხსენიება XI ს. საისტორიო და ლიტ. ძეგლებში. დღეისათვის დაკარგულია. ს. ჟორდანია.