დუმფარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუმფარა. თეთრი დუმფარა (Nymphaea alba).
დუმფარა. კოლხური დუმფარა (Nymphaea colchica).

(Nymphaea), წყლის მცენარეთა გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეები, აქვთ გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე ფოთლები და ნაირფერი (უფრო ხშირად ყვითელი, თეთრი) დიდი ყვავილები. 40-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში 2 სახეობაა: თ ე თ რ ი დ. (N. alba), რ-იც გვხვდება ქართლსა და თრიალეთში, კ ო ლ ხ უ რ ი დ. (N. colchica) – გავრცელებულია აფხაზეთში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ჭაობებში, ტბებსა და მდორე მდინარეებში. დ-ს ნაყოფი კენკრაა, ხორცოვანი, წყლის ქვეშ მწიფდება. ფესურა ვარგისია საკვებად. ძირითადად დეკორ. მცენარეა. მ. გურგენიძე.