დუნდუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი თევდორეს ძე (დ. 12. VII. 1932, თბილისი), ისტორიკოსი, ნუმიზმატი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1996). 1957 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1958–68 მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბა- ში, 1968-იდან – ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში, შემდეგ – არქეოლ. კვლევის ცენტრში. დ. კითხულობს ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იკვლევს ანტ. და ფეოდ. ხანის ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ნუმიზმატიკის დარგში ქართ., რუს., გერმ., ფრანგ., ინგლ. ენებზე. თხზ .: სამონეტო მიმოქცევის საკითხებისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ძვ. წ. II – ახ. წ. IV სს., წგ.: დიდი პიტიუნტი, [წგ.] 1, თბ., 1975; საქართველოს სამონეტო განძები, თბ., 1979; ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 2006 (თანაავტ. თ. დუნდუა); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009 (თანაავტ. ირ. ჯალაღანია); Денежное обращение центральной Колхиды в V–I вв. до н. э., Тб., 1983 (თანაავტ. Г. Лордкипанидзе); Нумизматика античной Грузии, Тб., 1987.

დუნდუა

თედო გიორგის ძე (დ. 1. IX. 1961, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). 1983 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1984–2006 მუშაობდა თსუ-ის საქართველოს ისტ. კათედრაზე, 1997–2002 იყო საქართვ. ისტ. მასწავლებელთა ასოციაციის (თსუ) პრეზიდენტი. 2006–09 – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის ინ-ტის ასოცირებული, 517 2010-იდან კი სრული პროფესორია. 2006-იდან დღემდე არის ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლექტორი ევროპული კვლევების ინ-ტში. სასდ- ს კვლევა ციკლური განვითარების ოდესღაც პოპულ. თეორიის რეანიმაციის ცდაა. ეს არის ახ. კონცეფცია – ციკლური დიალექტიკა, ამავე დროს დედუქციური მეთოდი, რ-ის საშუალებითაც ისტორიკოსი ცდილობს სოც.-ეკონ. ფორმაციის ნებისმიერი გამოვლენის ზუსტ ფიქსაციას. აღნიშნული მეთოდი პრინციპულად განსხვავებული თეზების ჩამოყალიბების ბაზისად იქცა. მისი ნაშრომი ისტ.-ნუმიზმატიკური ტიპისაა; ნუმიზმატური მასალა მისთვის ერთერთი წყაროა. თხზ .: კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, წგ. 1–2, თბ., 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით (ძვ. წ. VI ს. – 1453), თბ., 1997; ფული საქართველოში, თბ., 2003 (ავტორთა კოლექტივი); ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 2006 (თანაავტ. გ. დუნდუა); Mიტρაς საქართველოში, თბ., 2010 (თანაავტ. ნ. სილაგაძე); The Cyclic Dialectics, Tb., 1996; The Black Sea – a History of Interactions, Oslo, 2004 (ავტორთა კოლექტივი).

დუნდუა

პეტრე ბესარიონის ძე (დ. 20. VIII. 1931, ბორჯომი), მეტყევე ინჟინერი, ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2006), საქართვ. დამს. ინჟინერი (1982), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1990). 1954 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეოსაინჟინრო ფაკ-ტი. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე: იყო თბილ. ავეჯის საწარმოო გაერთიანება "განთიადის" (შემდგომში გაერთიანება "მერქანის") გენ. დირექტორი; სატყეო მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. ამჟამად ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნტში. დ-ის კვლევის მიმართულებაა მერქნის დამზადების და უნარჩენო გადამუშავების ახ. ტექნოლ. პროცესების შემუშავება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; მიღებული აქვს 25 საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).