დუნთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის თემში (იმერეთის მხარე), რაჭის ქედის სამხრ. მთისწინეთში. ზ. დ. 600 , საჩხერიდან 3 კმ. 211 მცხ. (2002). დ-ში არის მარმარილოს საბადო. სოფელი პირველად იხსენიება XV ს. შუა წლებში დამოწმებულ გიორგი მეფის სიგელში. დ-ში შემორჩენილია მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. XIX ს-ში იგი გადაუკეთებიათ და გაუდიდებიათ. სოფლის ჩრდ-ით მაღალ გორაკზე, გორიჯვრის შუა საუკ. ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, ეკლესია ნაშენია თლილი ქვითა და კირით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დუნთა&oldid=2865-დან“