დურნუკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი დურნუკისა და პატარა დურნუკის ძველი სახელწოდება. დ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში, როგორც სამეფო სოფელი. სოფლის ისტ. ტერიტორია დასახლებული ყოფილა ადრინდ. ფეოდ. ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდ. ანტ. ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდ. ხანის ქვაჯვრები, გვიანდ. შუა საუკ. ეკლესია, კერამ. ნაწარმი. დ. მნიშვნელოვანი პუნქტი იყო თბილისიდან სამშვილდისაკენ მიმავალ გზაზე (კლდეკარი, ნახიდური მდ. ალგეთის ნაპირას). დ. (როგორც ერთი სოფელი) მოიხსენიება ძვ. ქართლის 1718 სტატისტიკურ აღწერილობაში და ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში "საქართველოს გეოგრაფია". 1718 აქ მოსახლეობდა 37 კომლი, მ. შ. 29 კომლი ქართველი და 8 კომლი სომეხი (სომეხთა სალაპარაკო ენა XVIII ს-ში როგორც აქ, ისე ქვ. ქართლის ჩრდ. რაიონებში ქართული იყო). მოგვიანებით იგი ორ სოფლად გაიყო. თ.თოდრია . პ. ინგოროყვა.