დურუჯის უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უღელტეხილი კახეთის კავკასიონის თხემზე, მდ. დურუჯის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 2884 . აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. დ. უ. ყვარლის მუნიციპალიტეტს (ფოხალისთავის თხემისა და ჩელთის ხეობის გავლით) საცალფეხო გზით აკავშირებს მდ. სამურის აუზთან (დაღესტანი).