დურძუკეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძ უ რ ძ უ კ ე თ ი, დურძუკებით დასახლებული მხარე. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, დურძუკი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრ. ნაწილის ჩრდ. კალთებზე მოსახლე ტომის ეპონიმია. შემდგომში დ. ქართ. წყაროებში იხსენიება თერგსა და დაღესტანს შორის [ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით – ხევიდან დიდოეთამდე]. დ-ს საქართველოსთან მჭიდრო ისტ. კავშირი ჰქონდა. ანტ. ხანაში დ. საქართველოზე დამოკიდებული ქვეყანა იყო. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეორე მეფე საურმაგი დედით დურძუკი ყოფილა. როდესაც საურმაგს ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ, იგი დურძუკებთან გაიხიზნა და სამეფო ტახტი მათი დახმარებით დაიბრუნა. დ. შუა საუკუნეებშიც საქართველოზე იყო დამოკიდებული, იქ ქრისტიანობაც საქართველოდან გავრცელდა (იხ. სტ-ები ჩაჩნეთი , ინგუშეთი ). ზ. ანჩაბაძე.